Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დროებითი ლეგალური დასაქმება პოლონეთსა და ესტონეთში

თარიღი : 5-09-2016, 18:28 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისია ახორციელებს პროექტს „საქართველოს სამუშაო ძალის დროებითი შრომითი მიგრაციის პილოტირება პოლონეთსა და ესტონეთში“, რომლის ფარგლებში შესაძლებელია პოლონეთისა და ესტონეთის შრომის ბაზარზე მოთხოვნად პოზიციებზე დროებითი ლეგალური დასაქმება.

პროექტის ფარგლებში შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე პირებისათვის ხელმისაწვდომია დასაქმება შემდეგ სფეროებსა და პოზიციებზე:

 მშენებლობა: კალატოზი, მლესავი, სანტექნიკოსი, ელექტრომემონტაჟე, ხისა და ლითონის მღებავი/გამლაქავი, სახურავის შემკეთებელი, მეშუშე და ფანჯრის ჩამსმელი, იატაკის დამგები, შპალერის გამკვრელი, გზის საფარის დამგები, დურგალი, მემონტაჟე, მეარმატურე, მოპირკეთების სამუშაოთა ტექნოლოგი, მშენებელი ინჟინერი,და სხვ.
 ტრანსპორტი: ავტობუსისა და ტრამვაის მძღოლები, მძიმე სატვირთო მანქანის/ტვირთმზიდის მძღოლი და სხვ.
 სოფლის მეურნეობა: სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა მინდორში, ბაღებსა და ფერმებში, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი გადამუშავება, ხორცისა და თევზის დამუშვება, ტრაქტორისტი, სასოფლ-სამეურნეო მანქანა-დანადგარების მექანიკოსი და სხვ.)
 მრეწველობა: ინჟინერ-მექანიკოსი, ელექტრიკოსი, სახარატო ჩარხების გამმართველი და ოპერატორი, ხარატი, ჭის მთხრელი და მბურღავი და მასთან დაკავშირებული მუშები, ხის ნაკეთობათა ოსტატი და დურგალი, მინისა და კერამიკის ნაწარმის წარმოების დანადგარების ოპერატორი, აბრეშუმის, ბეწვის და ტყავის ნაწარმის წარმოების დანადგარების ოპერატორი, შემფუთავი, ჩამომსხმელი და ეტიკეტის დანადგარის ოპერატორი, გამომჭრელი და მკერავი, პლასტმასის პროდუქციის დანადგარის ოპერატორი და სხვ.
 მომსახურება: ავტომექანიკოსი, ავტოშემკეთებელი, ავტომობილის კორპუსის მღებავი, მანქანის ავტომატიკის დიაგნოსტიკის ტექნიკოსი, პარიკმახერი, მზარეული, კონდიტერი, მცხობელი, სწრაფი კვების სპეციალისტი, ხანდაზმულებისა და შშმ პირთა მოვლის სპეციალისტი, ბავშვის მომვლელი, პერსონალური მომვლელი სახლში, სპორტისა და ფიტნესის მუშაკი და სხვ.
 საინფორმაციო ტექნოლოგიები (IT): სისტემის ადმინისტრატორი, სისტემის ანალიტიკოსი, გრაფიკის და მულტიმედიის დიზაინერი, პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტი, ვებგვერდის დიზაინერი, პროგრამების სპეციალისტი, აპლიკაციების პროგრამისტი, ვებსაიტის და მულტიმედიის დეველოპერი, ინტერნეტ ქსელისა და მულტიმედიის სპეციალისტი, ვებსაიტის ტექნიკოსი, ინტერნეტ-ტექნიკოსი და სხვ.
 ვაჭრობა: პროდუქციის დახარისხება, თაროებზე დაწყობა და სხვ.
შენიშვნა: რიგ პოზიციებზე აუცილებელია შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, ასევე პოლონური, ესტონური ან სხვა რომელიმე უცხო ენის ცოდნა.
დასაქმების მსურველი თვითონ ფარავს ვიზის აღებასთან და მგზავრობასთან დაკავშირებულ ხარჯებს.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ IOM-ის მობილურობის ცენტრებსა და რეგიონალურ ოფისებს:

• ქ. თბილისი, თამარაშვილის 15ა. ტელ.: (+995 32) 2600 955; (+995) 577 43 46 44
ელ. ფოსტა: tantadze@iom.int ან nkhundzakishvili@iom.int

• ქ. ქუთაისი, აკაკი წერეთლის 63. ტელ.: +995 431 244443; 431 235383
ელ. ფოსტა: nkokhreidze@iom.int ან tendeladze@iom.int

• ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქუჩა 63. ტელ.: 577 52 00 15; (+995 422) 22 88 83
• ელ. ფოსტა: npapiashvili@iom.int ან ybajelidze@iom.int

• ქ. თელავი, ერეკლე II ქუჩა 8. ტელ.: 577 00 20 92
ელ. ფოსტა: mleonovi@iom.int ან ldzamukashvi@iom.int

• ქ. ფოთი, ტელ.: 599 26 27 49
ელ. ფოსტა : ntsulaia@iom.int
ქ. გორი: ტელ: 591 24 96 53
ელ. ფოსტა : mamonashvili@iom.int

დასაქმების მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე ქართულ და/ან ინგლისურ ენაზე nkvitsiani@iom.int ან რეგისტრაციისათვის მიმართონ ზემოაღნიშნულ ცენტრებს.


ნანახია: 1289-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ნუსხა 5 სფეროს აერთიანებს. ესენია: საინფორმაციო სისტემებისა და პროგრამული უზრუნველყოფის სფერო; ფინანსური ანგარიშგებისა და
საქართველოს მთავრობა მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად
ვაკანსიების ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე www.hr.gov.ge.
ღონისძიების მიზანს საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარება და აღნიშნულ სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა წარმოადგენდა.
ვაკანტური თანსმდებობების დასაკავებლად გამგეობაში კონკურსი გამოცხადდა.
საბუთები მიიღება მიმდინარე წლის 15 აგვისტოს ჩათვლით
აღნიშნული რეგულაცია ნოემბრიდან მხოლოდ კომერციულ ბანკებს, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან კი ყველა სესხის გამცემ სუბიექტს შეეხება.
იმერეთის გუბერნატორს სამი მოადგილე ეყოლება.
ბავშვები კლინიკაში იგივე სიმპტომებით მოხვდნენ, რაც წინა შემთხვევებში.

ამინდი