ქუთაისის ბაგა-ბაღებს ცეკვის პედაგოგები ეყოლება
თარიღი : 5-09-2016, 14:52 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის 37-ვე ბაგა-ბაღში სწავლა 19 სექტემბრიდან განახლდება.
როგორც ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი ნანა ლორთქიფანიძე ამბობს, ახალი სასწავლო წლისთვის ყველა ბაგა-ბაღი მზადყოფნაშია. მისივე თქმით, სიახლეს ქორეოგრაფიის გაკვეთილები და სველ წერტილებში დამატებული ცხელი წყალი წარმოადგენს.
„ახალი სასწავლო წლისთვის სრულ მზადყოფნას გამოვთქვამთ, მხოლოდ 29-ე ბაღის აღსაზრდელები გადანაწილდნენ სხვადასხვა ბაგა-ბაღებში, რადგან შენობაში რესტავრაცია უნდა დაიწყოს. რაც შეეხება სიახლეებს, ახალი სასწავლო წლიდან ბაგა-ბაღებს ქორეოგრაფიის მასწავლებლები დაემატება,“- განაცხადა ლორთქიფანიძემ.
ცნობისთვის, ახალი სასწავლო წლისთვის ქუთაისის 3 ბაგა-ბაღს მიშენებები მიემატა.