ხელისუფლებისგან დავიწყებული სოციალურად დაუცველების გზავნილი მთავრობას
თარიღი : 16-11-2013, 16:28 | კატეგორია: სტატიები

ქუთაისში, ყოფილი სამხატვრო სკოლის შენობაში მცხოვრები 25 სოციალურად დაუცველი ოჯახი ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლების ყურადღებას უშედეგოდ ელოდება. ოჯახები წყლის, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გარეშე უკვე წელიწადი და შვიდი თვეა ცხოვრობენ.
ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის #18–ში მდებარე ყოფილი სამხატვრო სკოლის შენობაში ახლობლების ავადმყოფობის თუ სხვა სოციალური პრობლემების მიზეზით საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი ოჯახები თვითნებურად შესახლდნენ.
„უმუშევარი ხალხი ვართ. უჭმელ–უსმელი. ამდენი პრობლემისგან ვწყვეტთ ერთმანეთს. ვართ გამოკეტილი ოთხ კედელში. სასწრაფოსა და პოლიციის მეტი ჩვენ არავინ გვაკითხავს. წყალი, შუქი, გაზი, არაფერი გვაქვს. რომელი სოფელია დღეს უსინათლოდ?. ოცნება, ოცნებაო რომ იძახიან, მოვიდნენ და დაგვეხმარონ. მარტო სანთლის ყიდვით ვერ გავძელით. ბავშვები დაწამლულები არიან, მოხუცები კიდევ გვეხოცებიან. აღარაფრის იმედი გვაქვს და ვართ ასე ნერვებდაწყვეტილი,“ – ამბობს ყოფილი სამხატვრო სკოლის შენობაში მცხოვრები ჯულიეტა ნადირაშვილი.
სოციალურად დაუცველი ოჯახების განცხადებით, მათ დახმარების თხოვნით არაერთხელ მიმართეს როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, თუმცა უშედეგოდ.
„მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი იყო ერთხელ მოსული ბიუროს თანამშრომელთან ერთად. გავიგეთ, რომ მერე ბიუროს თანამშრომელი გარდაცვლილა. ყველა მიეწია იმას, ვინც ჩვენ ყურადღება არ მოგვაქცია. ადამიანებს აღარ ვგავართ ისეთ დღეში ვართ. წყალი იუსტიციის სახლის ეზოდან მოგვაქვს, სინათლისთვის სანთელს ვყიდულობთ, ხოლო საჭმელს შეშის ღუმელზე ვამზადებთ და შეშა მოსაძებნი გვაქვს. ხელისუფლებისგან ამ პრობლემების მოგვარებას ვითხოვთ,“ – ამბობს მზევინარ ლოლომაძე.
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი გია შარაბიძე სოციალურად დაუცველი ოჯახების პრობლემებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მათი მხრიდან მერიაში შესულ განცხადებებს მოიკითხავს და შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარება.
„მათი მომართვა ჩემამდე არ მოსულა. თქვენგან მესმის პირველად. ჩავინიშნავ. ორშაბათს სამსახურში არ ვიქნები და სამშაბათს რომ მივალ, დავინტერესდები,“ – ამბობს შარაბიძე.