Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ნინო ქათამაძე და 'სუხიშვილები' ქუთაისელი აუდიტორიის წინაშე წარსდგნენ

თარიღი : 5-09-2016, 10:12 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ღია ცის ქვეშ „სუხიშვილებისა“ და ნინო ქათამაძის კონცერტი გაიმართა. კონცერტი ნინო ქათამაძემ გახსნა და ქუთაისელი მსმენელისთვის მისი რეპერტუარიდან პოპულარული სიმღერები შეასრულა, რის შემდეგაც სცენა „სუხიშვილებმა“ დაიკავეს.

ქართულმა ნაციონალურმა ბალეტმა მაყურებელს ძველი და ახალი პროგრამა ერთად წარუდგინა. როგორც "სუხიშვილების" სამხატვრო ხელმძღვანელმა ილიკო სუხიშვილმა განაცხადა, კონცერტით კმაყოფილია.

„ამ პროექტის ფარგლებში კონცერტები რეგიონების მასშტაბით გვაქვს. კონცერტის ღია ცის ქვეშ ჩატარების იდეა ძალიან მოგვეწონა. ძველი და ახალი პროგრამა გავაერთიანეთ და ისე წარვსდექით მაყურებლის წინაშე,“-განაცხადა სუხიშვილმა.

კონცერტზე დამსწრე ქუთაისელი ლია ჯანჯღავა თვლის, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები ქალაქის გააქტიურებას ხელს შეუწყობს.

„წვიმის მიუხედავად კარგი დრო გავატარე, ძალიან მომეწონა ნინო ქათამაძეც და „სუხიშვილებიც". მსგავსი კონცერტები ხშირად უნდა იყოს, რადგან ქუთაისს მიეცეს გააქტიურების შანსი,“–აცხადებს ჯანჯღავა.

ცნობისთვის, ნინო ქათამაძისა და „სუხიშვილები“–ს კონცერტი პროექტ #CheckinGeorgia-ს ფარგლებში მოეწყო.

ხატია ბანძელაძე


ნანახია: 2302-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კონცერტი 'Check In Georgia'-ს ფარგლებში გაიმართება.
კონცერტზე დასწრება ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლო.
კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, Topnews.com.ge ჯგუფის სოლისტს, ლაშა ნოზაძეს ესაუბრა.
22-დან 30 დეკემბრის ჩათვლით ღონისძიებები კულტურულ შემოქმედებით ცენტრში ჩატარდება.
მომღერალი ნუკრი კაპანაძე მსმენელის წინაშე წარსდგება სრულიად ახალი რეპერტუარით და სრულიად ახალ ამპლუაში.

ამინდი