იტვირთება

"სოფლად მცხოვრებ მოქალაქეთა ხელშეწყობისთვის ძალიან ბევრი პროექტის განხორციელება იგეგმება"

"სოფლად მცხოვრებ მოქალაქეთა  ხელშეწყობისთვის ძალიან ბევრი პროექტის განხორციელება იგეგმება"

ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხძემ სოფელ ივანდიდში დასრულებული ინფრასრუქტურული პროექტები დაათვალიერა და ადგილობრივებს გაესაუბრა.

აღნიშნულ სოფელში 2023 წელს 4 ლოკაციაზე სასოფლო გზა დაიგო და მინი სპორტული სტადიონი კეთილმოეწყო.

მე-2, მე-9 ( ჩიხი), მე-10, მე-11 ქუჩებზე დაიგო ასფალტის საფარი და გამარტივდა როგორც ქვეითთა, ისე ავტოტრანსპორტის გადაადგილება.  ახალმა სასპორტო ინფრასტრუქტურამ  კი სოფლის ცენტრი ახალგაზრდებისთვის მიმზიდველ ადგილად აქცია.

"სოფლად მცხოვრებ მოქალაქეთა  ხელშეწყობისთვის ძალიან ბევრი პროექტის განხორციელება იგეგმება და ეს ადგილობრივი ხელისუფლების პრიორიტეტული საკითხია. 2024 წელს არსებულ ინფრასტრუქტურას კიდევ შეემატება ბევრი კეთილმოწყობილი გზა, სანიაღვრე არხი, გარე -განათების ქსელი  და ა.შ,"-ამბობს ლადო ჯურხაძე. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები