Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ჩემი მაჟორიტარობის შემთხვევაში აუცილებალდ მივაღწევ, რომ საკანონმდებლო ორგანომ მიიღოს კანონი ქუთაისის შესახებ"

თარიღი : 3-09-2016, 15:54 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო Topnews.com.ge 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გთავაზობთ რუბრიკას "ჩემი არჩევანი". აღნიშნული რუბრიკის ფარგლებში, სააგენტო პერიოდულად შემოგთავაზებთ ინტერვიუებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან. "ჩემი არჩევანი" წარმგიდგენთ ინტერვიუს ამირან ხვადაგიანთან ,,პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ქუთაისის 47-ე საარჩევნო ოლქში.


ბატონო ამირან, რატომ მიიღეთ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის გადაწყვეტილება და როგორ ფიქრობთ, რამდენად კარგად იცნობთ ქუთაისის პრობლემატიკას? 

ჩემი ეს გადაწყვეტილება უკავშირდება იმ კრიზისულ მდგომარეობას, რომელიც ჩვენს ქალაქსა და ზოგადად ქვეყანაში დგას. ამ მთავრობამ ქუთაისს წაართვა პერსპექტივა და ეს საკითხი მისახედია. რაც შეეხება თქვენს კითხვას პრობლემატიკის შესახებ ინფორმირებულობას, ვფიქრობ, ვიცნობ არა მხოლოდ ქუთაისის, არამედ მთელი ქვეყნის წინაშე მდგარ პრობლემებს.

როგორ ფიქრობთ, რამდენად თანაბარია წინასაარჩევნო გარემო კანდიდატებისთვის? 

იმ პირობებში, როცა წინასაარჩევნო პერიოდში სახეზეა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, უსამართლოდაა გადანაწილებული თუნდაც უფასო სარეკლამო დრო, მუდმივად ვხვდებით ჩვენს მხარდამჭერებზე ზეწოლის ფაქტებს. რთულია თანაბარ პირობებზე ვისაუბროთ.

გამარჯვების შემთხვევაში რა სარგებელს მოუტანს თქვენი მაჟორიტარობა ქუთაისს?  

ვფიქრობ, ჩემი მაჟორიტარობის შემთხვევაში აუცილებალდ მივაღწევ, რომ საკანონმდებლო ორგანომ მიიღოს კანონი ქუთაისის შესახებ. მასში განსაზღვრული იქნება ქუთაისის, როგორც საპარლამენტო ქალაქის სტატუსი. ეს კანონი ქალაქს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მეტ დამოუკიდებლობას მისცემს. ქუთაისში განვითარდება ტურიზმი, მცირე და საშუალო ბიზნესი, ასევე გადაიჭრება ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხები. ამ კანონის არსებობა ქალაქის განვითარებას ყოველ მხრივ უზრუნველყოფს.

რა წარმოადგენს თქვენი საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტს?

ჩვენთვის პრიორიტეტი საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილია, რომელიც ქვეყანას რთული მდგომარეობიდან გამოიყვანს და განვითარების სრულიად ახალ პროგრესულ რელსებზე გადაიყვანს.

ხატია ბანძელაძე


ნანახია: 1751-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმერეთის მთავარი საინფორმაციო Topnews.com.ge 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გთავაზობთ რუბრიკას 'ჩემი არჩევანი'.
იმერეთის მთავარი საინფორმაციო Topnews.com.ge 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გთავაზობთ რუბრიკას "ჩემი არჩევანი".
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გთავაზობთ რუბრიკას 'ჩემი
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გთავაზობთ რუბრიკას
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გთავაზობთ რუბრიკას
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გთავაზობთ რუბრიკას

ამინდი