Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვალერი ჩეჩელაშვილი:წყალტუბოს აქვს განვითარების დიდი რესურსი

თარიღი : 3-09-2016, 13:51 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
„თავისუფალი დემოკრატების“ წყალტუბოს მაჟორიტარობის კანდიდატის ვალერი ჩეჩელაშვილის ორგანიზებით მუნიციპალიტეტში კონფერენცია „წყალტუბო 2016“ ჩატარდა. 
კონფერენციაზე ჩეჩელაშვილის პირადი მოწვევით ინვესტორები აშშ-ს გარდა მოლდოვიდან, შვეიცარიიდან, გერმანიიდან უკრაინიდან აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან იმყოფებოდნენ. 

შეხვედრაზე  წყალტუბოს განვითარების გეგმა წარმოადგინეს, სადაც მთავარი აქცენტი ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე გაკეთდა. 

„კონფერენციაზე მაღალბიუჯეტიანთან ერთად დაბალბიუჯეტიანი პროექტებიც იყო წარმოდგენილი. ერთ-ერთი ასეთი 20 000 დოლარის ღირებულების პროექტი ოტია იოსელიანის შვილიშვილმა წარმოადგინა. წყალტუბოს აქვს განვითარების დიდი რესურსი,“-განაცხადა წყალტუბოს მაჟორიტარობის კანდიდატმა "თავისუფალი დემოკრატებიდან" ვალერი ჩეჩელაშვილმა. 

ცნობისთვის, წყალტუბოს მოსახლეობას ირაკლი ალასანია 15:00 საათზე შეხვდება და ვალერი ჩეჩელაშვილს ოფიციალურად წარადგენს.

ხატია ბანძელაძე


ნანახია: 832-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ალასანია წყალტუბოში მაჟორიტარს წარადგენს.
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge წყალტუბოს მაჟორიტარობის კანდიდატებს წარმოგიდგენთ.
აქციაში მონაწილეობა ვალერი ჩეჩელაშვილმა მიიღო.
"პოლიციაში მოკვლევა უკვე დაწყებულია და იმედია დამნაშავეებს გამოავლენენ"
მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ალასანიამ წარადგინა.
ალასანია სოფლებში მოსახლეობის პრობლემებს ეცნობა.
საგამოძიებო ორგანოში ჭიათურის მერის, პაატა ნადირაძის წინააღმდეგ აღძრულ სისსხლის სამართლის საქმეზე მოკვლევა მიმდინარეობს. მერს მოქალაქის ცემას ედავებიან.
საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი ჩავარდა.
სოციალურ დახმარებებთან დაკავშირებით მთავრობა ახალ ინიციატივაზე მუშაობს.

ამინდი