Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

როგორ მოქმედებს ალკოჰოლი თავის ტვინზე

თარიღი : 3-09-2016, 12:15 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები   
topnews.com.ge
ალკოჰოლი და მედიატორები
სპირტიანი სასმელების ფსიქიკაზე მოქმედების მექანიზმი არა მხოლოდ კლინიკური კვლევების შედეგებში, არამედ ლიტერატურულ ნაწარმოებებშიც ფართოდ არის აღწერილი. თუმცა რეალურად ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის ცნობილი ალკოჰოლის მოქმედების სპეციფიკურ დეტალებზე, მის მიერ ნერვულ უჯრედებში გამოწვეულ იმ ცვლილებებზე, რომლებიც საბოლოოდ გამოხატულ ფსიქიკურ ძვრებს იწვევს.


საქმე ის გახლავთ, რომ ნორმალური ფსიქიკური მოქმედებისა და ემოციათა ქიმიზმის შესახებ არსებულ ცოდნაშიც გარკვეული პრობლემებია. ბევრი რამ კვლევის და შესწავლის ფაზაშია, ბევრიც - ჯერ კიდევ ამოუცნობი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის ფსიქიკის რთულ პროცესთა შესახებ საუბარი ფიზიოლოგიის, ანატომიის, ბიოქიმიისა და მათემატიკის დონეზეც კი რეალურად ბოლო წლებში დაიწყო.

და მაინც, როგორ მოქმედებს ალკოჰოლი ტვინზე?
ბოლო პერიოდის სულ უფრო მეტი ფაქტი ადასტურებს, რომ ალკოჰოლი უშუალოდ მოქმედებს მედიატორების ცვლაზე. მაგალითად, ალკოჰოლის არცთუ დიდი დოზის ზემოქმედებით გამოწვეული აგზნებული მდგომარეობა დაკავშირებულია თავის ტვინის ქსოვილებში აგზნების მედიატორის - ადრენალინის გამოთავისუფლებასთან. უფრო ძლიერი თრობისას მცირდება ისეთი მედიატორების შემცველობა, როგორებიცაა ნორადრენალინი და სეროტონინი, ამით ხსნიან ნეიროფიზიოლოგები მთვრალთა გულუხვ და კეთილ განწყობას. ალკოჰოლის კონცენტრაციის შემდგომი მატება ხელს უწყობს სეროტონინის დაგროვებას, რაც, თავის მხრივ, დეპრესიას იწვევს.

მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაციის (მოწამვლის) დროს საცდელი ცხოველების ტვინში აღმოჩნდა გაემ-ის (გაბა-ამინო-ერბოს მჟავა, ერთ-ერთი შემაკავებელი მედიატორია) მკვეთრად მომატებული შემცველობა. შესაძლოა ეს ფაქტი დაკავშირებულია ე.წ. დამცველობითი შეკავების განვითარებასთან - თავის ტვინის ქერქის ნერვული უჯრედების გამოთიშვა და ღრმა ძილის მდგომარეობაში გადასვლა გარკვეულ ეტაპამდე იცავს მათ ალკოჰოლის მავნე ზემოქმედებისაგან. თუმცა ჯერ კიდევ უცნობია, რატომ და როგორ იწვევს ალკოჰოლი მედიატორთა ცვლაში ასეთი სახის ცვლილებებს. სავარაუდოა, რომ ალკოჰოლის მოლეკულებს შეუძლიათ ურთიერთქმედება იმ ე.წ. მაკროერგულ შენაერთებთან, რომლებიც ენერგიის წყაროა ყველა შიგაუჯრედული პროცესისათვის, მათ შორის ნეირონთა შორის ნერვულ იმპულსთა გადაცემისათვის.

ალკოჰოლს შეუძლია ასევე დაუკავშირდეს ფერმენტ ადენოზინტრიფოსფატაზას, რომლის წყალობითაც, ენერგიის გამოყოფით, მაკროერგული შენაერთები განთავსდება. როგორც მკვლევრები აღნიშნავენ - ყოველივე ეს მხოლოდ ზოგადი ვარაუდია, სრული და, რაც მთავარია, თრობის დროს მიმდინარე პროცესების კონკრეტული სურათი ჯერ კიდევ უცნობია. საქმე ისაა, რომ ნორმალურ ნეირონში (ნერვულ უჯრედში) მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის შესახებაც ყველაფერი სრულად არ არის ცნობილი. საყურადღებოა, რომ ზოგიერთი ქიმიური ფაქტორის მნიშვნელოვანი როლი თავის ტვინის უჯრედთა ცხოველმყოფელობაში სწორედ ალკოჰოლის ზემოქმედებით მიმდინარე ცვლილებებზე დაკვირვების დროს იქნა აღმოჩენილი. გარდა ამისა, სრულიად შეუსწავლელია შუალედური სტადიები იმ რთული პროცესისა, რომლის ერთ ბოლოზეც მედიატორების მიკრორაოდენობათა ცვლილება, ხოლო მეორე ბოლოზე - ადამიანის ფსიქიკის დარღვევა, მისი გუნება-განწყობისა და მთლიანად ქცევის ცვლილება დგას.

რა იწვევს ნაბახუსევს?
ალკოჰოლის ზემოქმედება ვლინდება არა მხოლოდ მოლეკულურ, არამედ ნერვულ უჯრედებსა და მათ სინაფსებში (მათ შორის კავშირები) მიმდინარე ბიოქიმიურ და ელექტროქიმიურ პროცესთა დონეზე.

ნეიროფიზიოლოგიური გამოკვლევებით დასტურდება, რომ ალკოჰოლის ზემოქმედებით ირღვევა მთელი ორგანიზმის ცხოველმყოფელობა, უპირველესად კი თავის ტვინისა. ამ უკანასკნელს სხვა ქსოვილებზე მეტად ესაჭიროება ჟანგბადით მომარაგება. ალკოჰოლური ინტოქსიკაცია თავის ტვინში აქვეითებს სისხლის მიმოქცევის ინტენსივობას და სუნთქვის პროცესს. გარდა ამისა, ალკოჰოლის ზემოქმედებით თავის ტვინის კაპილარები ზიანდება - ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ მთვრალი ადამიანის თავის ტვინში დიდი რაოდენობით მიკროკაპილარული სისხლჩაქცევები ვითარდება და კიდევ უფრო მეტი სისხლძარღვი იცობა. ყოველივე ამის გამო კი ნერვულ უჯრედთა კვება და ჟანგბადით გაჯერება ირღვევა. ჩვეულებრივ პირობებში ნერვული უჯრედების ჟანგბადოვანი შიმშილი ზოგადი სისუსტითა და თავის ტკივილით ვლინდება, ადამიანს უჭირს კონცენტრირება, ძალთა მობილიზება. ალკოჰოლის მიღებიდან მეორე დღისთვის (ნაბახუსევს) დამახასიათებელი თავის ტკივილი, სისუსტე და ყველა ჩვეული სიმპტომი სწორედ ნერვულ უჯრედებში მიმდინარე ზემოთ აღწერილ პროცესთა შედეგია. მნიშვნელოვან როლს თამაშობს აგრეთვე ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შედეგად ნივთიერებათა დაშლის გარკვეული პროდუქტების დაგროვებაც იმ ნეირონთა კვდომის გამო, რომლებმაც ვერ გაუძლეს ჟანგბადოვან შიმშილს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყველა ეს პროცესი განაპირობებს ნაბახუსევ მდგომარეობას. ეს უკანასკნელი კი განსხვავდება და გამოიყოფა "ნაბახუსევის სინდრომისაგან", რომელიც ქრონიკული ალკოჰოლიზმით დაავადებულებს ახასიათებს და სპირტიანი სასმელებისკენ დაუოკებელი ლტოლვით გამოიხატება. ამ დროს სრულიად სხვა მექანიზმები ირთვება.

უეჭველია, რომ თავის ტვინის ნერვული უჯრედების ასეთი უმძიმესი გამოცდა, საბოლოო ჯამში, იწვევს მათ ნაადრევ გამოფიტვას, რასაც თან ახლავს უმაღლესი ნერვული მოქმედების სხვადასხვა ტიპის დარღვევა. მართალია, ადამიანის თავის ტვინი მილიარდობით ნეირონს შეიცავს და დროთა განმავლობაში მათი თუნდაც რამდენიმე ათასის დაზიანება არსებით (შესამჩნევ) ცვლილებებს არ გამოიწვევს, მაგრამ იმასაც შეგახსენებთ, რომ ნერვული უჯრედები, ორგანიზმის სხვა უჯრედებისაგან განსხვავებით, ძნელად აღდგება (რეგენერირდება). თუ ადამიანი წლობით სისტემატურად სვამს ალკოჰოლურ სასმელს, ერთი შეხედვით უმნიშვნელო ცვლილებები მის თავის ტვინში, საბოლოოდ, უმძიმეს შედეგებს განაპირობებს.



mkurnali.ge


ნანახია: 2385-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბრიტანელმა დიეტოლოგებმა ტვინის მუშაობის გამააქტიურებელი საკვები პროდუქტების სია შეადგინეს.
რატომ არ უნდა მიაყოლოთ ალკოჰოლს ტკბილი გაზიანი სასმელები?
ენერგეტიკული სასმელი ეს არის მატონიზირებელი სითხე, რომელიც ადამიანს ენერგიის მცირეხნიანი მოზღვავების შეგრძნებას აძლევს. მისი
შეეცადეთ მეტი იმოძრაოთ, იცეკვეთ, ხშირად გადით სუფთა ჰაერზე. ჟანგბადი ხელს უწყობს სპირტის სწრაფ დაშლასა და ტოქსინების გამოყოფას.
ტვინის დაბერებას აჩქარებს მისი დატვირთვის შემცირება ანუ აქტივობის შენელებაც, ამიტომ საჭიროა გონების მუდმივი ვარჯიში - რთული

ამინდი