Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

c ჰეპატიტზე მოსახლეობას მუნიციპალიტეტებში ადგილებზე გამოიკვლევენ

თარიღი : 3-09-2016, 11:19 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს, .ქუთაისის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის სამსახურის და ქუთაისის მერიის, მუნიციპალური სამსახურების მონაწილეობით, მიმდინარე წლის 5 აგვისტოდან ლაბორატორიული მობილური ბრიგადა მუნიციპალიტეტებში ადგილზე მასობრივ სკრინინგ კამპანიას განახორციელებს.

„საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის გეგმის ფარგლებში, სკრინინგული კვლევებისადმი მოსახლეობის ხელმისაწვდომობი სგაზრდის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №1974 განკარგულების საფუძველზე, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა ეძლევა ჩაიტაროს უფასო, უსაფრთხო, კონფიდენციალური და მაღალხარისხიანი გამოკვლევა C ჰეპატიტზე, სწრაფი მარტივი მეთოდით.

უკვე მეორე წელია არაერთი ღონისძიება და აქცია გაიმართა სრულიად საქართველოს ტერიტორიაზე და კამპანია კიდევ და კიდევ უფრო ფართოვდება და ცდილობს მიუახლოვდეს მოსახლეობას, გახდეს უფრო ხელმისაწვდომი მათთვის, ვინც თავად ვერ ახერხებს ლაბორატორიაში მისვლას.

სკრინინგ კვლევების ხელმისაწვდომობისა და კიდევ უფრო ეფექტური და მასიური კამპანიის წარმოების მიზნით, ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს, ქუთაისის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის სამსახურის და ქუთაისის მერიის, მუნიციპალური სამსახურების უშუალო მონაწილეობით, ლაბორატორიული მობილური ბრიგადით, ადგილებზე მუნიციპალიტეტებში გასვლით დაიგეგმა და 5 აგვისტოდან მასობრივი სკრინინგ კამპანიის განხორციელება დაიწყება," - აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში.



ნანახია: 1884-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აქციაში მონაწილეობის მსურველები ქუთაისში, სავაჭრო ცენტრ ქარვასლაში დღის აღნიშნულ მონაკვეთზე უნდა გამოცხადნენ.
C ჰეპატიტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი აქცია 27 ივლისს დაიწყო და 2 კვირა გაგრძელდება.
ვანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ საბავშვო ბაღებში მომუშავე პირებს უფასო სკრინინგ კვლევები ჩაუტარდათ.