Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ჩემი საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტია საზოგადოებას დავანახო რა უნდა მოთხოვონ პოლიტიკოსებს"

თარიღი : 2-09-2016, 16:32 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო Topnews.com.ge 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გთავაზობთ რუბრიკას "ჩემი არჩევანი". აღნიშნული რუბრიკის ფარგლებში, სააგენტო პერიოდულად შემოგთავაზებთ ინტერვიუებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან. "ჩემი არჩევანი" წარმგიდგენთ ინტერვიუს ქუთაისის მაჟორიტარობის ერთ-ერთ კანდიდატ თემურ ცამციშვილთან ბლოკიდან პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის.

ბატონო თემურ, რატომ მიიღეთ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის გადაწყვეტილება და როგორ ფიქრობთ, რამდენად კარგად იცნობთ ქუთაისის  პრობლემატიკას? 

ქუთაისის წინაშე იგივე პრობლემები დგას, რომლებიც ქვეყნის წინაშე. მე როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი, არ ვაპირებ ცრუ დაპირებებით სიარულსა და ხალხში ცრუ დაპირებების შექმნას. ჩვენი გაერთიანების მთავარი ღერძი არის სწრაფი ეკონომიკა. პირველი კანონპროექტი იქნება სწორედ ეკონომიკის ლიბერალიზაციისკენ მიმართული. ვაპირებთ ქონების გადასახადების გაუქმებას, რის შემდეგაც გახდება შესაძლებელი  ქუთაისის, ბათუმის, თბილისისა და ზოგადად ქვეყნის განვითარება. ცალკე ქუთაისი ვერ განვითარდება, ჩვენ გადაგვარჩენს მხოლოდ ეკონომიკური ზრდა.

შემოთავაზება მქონდა გირჩიდან. შემდეგ მოხდა  გაერთიანება და მე მზად ვარ ამ პოლიტიკურ ბლოკთან ერთად ვიბრძოლო და დავდო მაქსიმალური შედეგი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ იმ საქმეების განსახორციელებლად, რომელთა გაკეთებასაც ჩვენ ვაპირებთ არ არის აუცილებელი მანდატის მოპოვება. აუცილებელია, ხალხს დავანახოთ რომ პოლიტიკოსებს საქმის კეთება ნებისმიერი პოზიციიდან  შეუძლიათ.

როგორ ფიქრობთ, რამდენად თანაბარია წინასაარჩევნო გარემო კანდიდატებისთვის? 

მე პირადად ამ მხრივ პრობლემები ჯერ არ შემქმნია. ვერ გეტყვით რომ რამე სახის დარღვევა მოხდა.

გამარჯვების შემთხვევაში რა სარგებელს მოუტანს თქვენი მაჟორიტარობა ქუთაისს?  

კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი შევა პარლამენტში იმ ეკონომიკური პრობლემის მხარდასაჭერად, რომლებიც ჩვენ გვაქვს უფრო კარგი იქნება, რადგან ეს სარგებელს არამარტო ქუთაისს, არამედ მთელ ქვეყანას მოუტანს. ქუთაისი ცალკე ვერ განვითარდება. გამარჯვების შემთხვევაში  ვეცდები დავარწმუნო  პარლამენტარები რომ მხარი დაუჭირონ ჩვენს პროგრამას.


რა წარმოადგენს თქვენი საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტს? 

ჩემი საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტია საზოგადოებას დავანახო რა უნდა მოთხოვონ პოლიტიკოსებს. ჩვენი მთავარი მიზანი სწრაფი ეკონომიკური ზრდაა. ყველა ადამიანთან მივალ, ვისთანაც შევძლებ და გავაგებინებ, რომ ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდაა, სწორედ ეს არის ჩემი საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტი.


ხატია ბანძელაძე


ნანახია: 2258-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმერეთის მთავარი საინფორმაციო Topnews.com.ge 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გთავაზობთ რუბრიკას 'ჩემი არჩევანი'.
იმერეთის მთავარი საინფორმაციო Topnews.com.ge 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გთავაზობთ რუბრიკას 'ჩემი არჩევანი'.
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გთავაზობთ რუბრიკას
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გთავაზობთ რუბრიკას 'ჩემი
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გთავაზობთ რუბრიკას
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გთავაზობთ რუბრიკას

ამინდი