Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'კრისტალის' მორიგი საჩუქარი რაგბის კლუბ 'ბაგრატს'-ფან კლუბი და ახალი მაისურები

თარიღი : 2-09-2016, 13:58 | კატეგორია: ---   
topnews.com.ge
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი"-ს ორგანიზებით, ქუთაისის რაგბის კლუბ „ბაგრატი“-ს ფან კლუბისა და ახალი მაისურების პრეზენტაცია შედგა.

პრეზენტაციაზე ფან კლუბისა და მე-16-ე მოთამაშის როლზე „კრისტალი“-ს წარმომადგენელმა აკაკი კაკუშაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გულშემატკივარმა მე-16-ე მოთამაშის როლი უნდა ითამაშოს.

„მას შემდეგ, რაც ჩვენი ბიჭები ლიგაში წარმატებას აღწევდნენ, გაგვიჩნდა იდეა და საჭიროება, რომ უმაღლეს ლიგაში ჩვენს ბიჭებს გულშემატკივართა დიდი არმია დასჭირდებოდა. მიმდინარე წელს დიდ ათიანში ვთამაშობთ და გულშემატკივრებმა მე-16-ე მოთამაშის როლი უნდა შევასრულოთ,“- განაცხადა კაკუშაძემ.
http://www.picz.ge/img/s2/1609/2/0/07c402bbacfa.jpg
„კრისტალი“-ს წარმომადგენელმა ახალი მაისურების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს კლუბის მაისურებს ბევრი მსურველი ეყოლება.

„მაისურები მე პირადად ძალიან მომწონს და დარწმუნებული ვარ, სეზონის ბოლოს მათ ბევრი მსურველი ეყოლება, ყველა მათ მითვისებას ეცდება,"-აღნიშნა აკაკი კაკუშაძემ.

„კრისტალი“ სკოლებში რაგბის პოპულარიზაციის ხელშეწყობას აპირებს, რისთვისაც ორგანიზაცია სხვადასხვა აქტივობას გეგმავს.

ცნობისთვის, საქართველოს ჩემპიონატი რაგბში "დიდი 10" მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისში აიღებს სტარტს. 2016-2017 წლის სეზონის დაწყებამდე გუნდები მოსამზადებელ წვრთნებს გადიან და ტესტ-მატჩებს მართავენ. კლუბი ,,ბაგრატი“ კი უკვე 2 თვეა, რაც განახლებული შემადგენლობით სეზონის დაწყებისთვის ემზადება. რაგბის კლუბ "ბაგრატს" მხარდაჭერას მიკროსაფინსანსო ორგანიზაცია "კრისტალი" უწევს.

ხატია ბანძელაძე


ნანახია: 3663-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია 'კრისტალი'-ს ორგანიზებით, ქუთაისის რაგბის კლუბ 'ბაგრატი'-ს ფან კლუბისა და ახალი მაისურების პრეზენტაცია
რაგბის კლუბ 'ბაგრატს' ფინანსურ მხარდაჭერას მიკროსაფინანსო ორგანიზაცია 'კრისტალი' უწევს. 'კრისტალის' სახელს უკავშირდება სავარჯიშო
"კრისტალი" რაგბის კლუბ "ბაგრატ"-ს დააფინანსებს.
საქართველოს ჩემპიონატი რაგბში 'დიდი 10' მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისში აიღებს სტარტს. 2016-2017 წლის სეზონის დაწყებამდე
მსგავსი ტიპის ღონისძიებებში ორგანიზაცია სამომავლოდ სხვადასხვა ქალაქისა და მაღალმთიანი რეგიონის ჩართვას გეგმავს.
სარაგბო კლუბმა 'ბაგრატმა' უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა.

ამინდი