ბერ–მონაზონი მეუფე კალისტრატეს უშიშროებასთან თანამშრომლობაში ამხელს[VIDEO]
თარიღი : 16-11-2013, 11:52 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა

ქუთათელ გაენათელ მიტროპოლიტ მეუფე კალისტრატეს, ბერ–მონაზონი მამა ლუკა უშიშროებასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს. ბერ–მონაზონის თქმით, მეუფემ ის 2006 წელს ქუთაისის ეპარქიაში დაიბარა და უშიშროების თანამშრომელი გააცნო, რომელზეც უთხრა, რომ ყველაფერი რაც მონასტერში მოხდებოდა უშიშროებისათვის უნდა განეცხადებია. ბერ–მონაზონის თქმით, მეუფე კალისტრატეს შეთავაზებაზე მან უარი განაცხადა, რის შემდეგადაც რამდენიმე თვეში ბერ–მონაზონი მამა ლუკა დააპატიმრეს.