Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ჭიათურაში დასრულდება დრო, როდესაც ამომრჩევლებს მხოლოდ საარჩევნოდ, ცრუ დაპირებების გასაცემად იხსენებენ"

თარიღი : 1-09-2016, 19:01 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები   
topnews.com.ge
ირაკლი ალასანია "თავისუფალი დემოკრატების" ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეიმურაზ გაფრინდაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სოფელ ზოდის მოსახლეობას შეხვდა.

„მაჟორიტარი უნდა იყოს ორიენტირებული საქმის კეთებაზე. მეწარმე კაცი ვარ და კარგად მესმის საქმის კეთება. ასევე, კარგად ვიცი ჭიათურის თითოეული სოფლის პრობლემა. მოვედი თქვენთან, რომ ერთად ვიმსჯელოთ ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე, ერთად ვიპოვოთ გამოსავალი, რადგან მე არ მოვდივარ პოლიტიკაში საპაექროდ. პოლიტიკას და პარლამენტის წევრობას კეთილი საქმის კეთებისა და ჭიათურის თითოეულ მოქალაქეზე ზრუნვის საშუალებად განვიხილავ. მინდა ვიყო ჭიათურის არჩევანი, ერთად ვიშრომოთ და ერთად ვაკეთოთ საქმე, რომელიც ჭიათურის თითოეულ მოქალაქეს კეთილდღეობას მოუტანს,” –განაცხადა თეიმურაზ გაფრინდაშვილმა ადგილობრივებთან საუბრისას.

ირაკლი ალასანია „თავისუფალი დემოკრატების“ ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თვლის, რომ თაროზე შემოდებული, წინასაარჩევნოდ გამზადებული დაპირებების დრო უნდა დასრულდეს და ხალხმა კეთილდღეობა რეალურად უნდა იგრძნოს.

თავის მხრივ, სოფელ ზოდის მოსახლეობამ (სოფელი სხვადასხვა ნაწილად არის დაყოფილი) მაჟორიტარობის კანდიდატს ისეთი პრობლემების მოგვარებაში სთხოვა დახმარება, როგორიცაა გზის, სასმელი წყლისა და ამბულატორიის შენობის არარსებობა.

„სოფელში ერთი კონკრეტული პრობლემა მაინც უნდა გადაიჭრას, რომ მოსახლეობამ ხელისუფლების მის სასარგებლოდ მუშაობა იგრძნოს. პროფესიით ეკონომისტი ვარ და თანხის განაწილება კარგად ვიცი. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფლებისათვის გამოყოფილი თანხის სწორად განაწილების და სწორი დაგეგმარების შემთხვევაში, სოფლისათვის თუნდაც ერთი კონკრეტული პრობლემის მოგვარება სავსებით შესაძლებელია. ყოველთვის იმას ვამბობ, რომ საქმეს თუ დაიწყებ, ბოლომდე უნდა მიიყვანო და თუ მისი დასრულება არ შეგიძლია, არ უნდა დაიწყო. ეს არის ჩემი პრინციპული პოზიცია და ამ მიდგომას ვიყენებ ნებისმიერ საქმეში,“ - აღნიშნა თეიმურაზ გაფრინდაშვილმა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობასთან საუბრისას განაცხადა, რომ ჭიათურაში დასრულდება ის დრო, როდესაც ამომრჩევლებს მხოლოდ საარჩევნოდ, ცრუ დაპირებების გასაცემად იხსენებენ.


ნანახია: 1923-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ირაკლი ალასანია 'თავისუფალი დემოკრატების' ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეიმურაზ
ადგილობრივებმა თეიმურაზ გაფრინდაშვილს სოფლის პრობლემების შესახებ ესაუბრნენ.
მაჟორიტარობის კანდიდატი ამომრჩევლებს მიმართავს და აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ის ჭიათურისათვის
გაფრინდაშვილმა სპეციალური განცხადება გააკეთა, სადაც პარტიის ლიდერის, ირაკლი ალასანიას პოლიტიკიდან წასვლის ფაქტი შეაფასა.
'თავისუფალი დემოკრატების' ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ჭიათურაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა.
თეიმურაზ გაფრინდაშვილი თვლის, რომ ამგვარად მას, როგორც ძლიერ კანდიდატს ებრძვიან.

ამინდი