ქუთაისში ავარიის შედეგად ადამიანი დაიღუპა
თარიღი : 15-11-2013, 22:12 | კატეგორია: ახალი ამბები

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში. როგორც იმერეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურში ტოპნიუსს განუცხადეს, "ბმვ"-ს მარკის მსუბუქი ავტომანქანა ელექტროგანათების ბოძს შეეჯახა და გაიჭედა, რის შემდეგაც მძღოლის გვერდით მჯდომი პირი გარდაიცვალა.
"ჩვენი ჯგუფები რომ მივიდნენ ადგილზე, უკვე დაექსპერტება მიდიოდა. შემთხვევა ჭავჭავძის გამზირზე, ე.წ. ტოტალის ბენზინგასამართ სადგურთან მოხდა," - ამბობს სამსახურის უფროსის მოადგილე აკაკი ყვავაძე.
"ჩვენი ბრიგადებს პიროვნება უკვე გარდაცვლილი დახვდათ. გარდაცვლილის მანქანიდან გადმოსაყვანად მანქანის გაჭრა გახდა საჭირო, რის შემდეგაც მიცვალებული პროზექტურაში გადაიყვანეს," - ამბობს სასწრაფო დახმარების სამსახურის ქუთაისის ფილიალის სამედიცინო მენეჯერი მაია რუხაძე.