Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

9 აპრილის მემორიალური ძეგლი შესაძლოა ქალაქის ცენტრალურ ბაღში განთავსდეს 

თარიღი : 31-08-2016, 20:07 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს რიგით 25-ე სხდომაზე დეპუტატებმა 9 აპრილის მემორიალური ძეგლის გადატანის შესახებ იმსჯელეს.

„ჩვენ გვქონდა საუბარი მემორიალური ძეგლის ადგილმდებარეობის შესახებ. იქ, სადაც შაურმები იყიდება ძეგლი თავის ფუნქციას კარგავს. ვიმსჯელეთ და შესაძლოა, ძეგლი ცენტრალურ ბაღში დები იშხნელების ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდეს,"-განაცხადა შოთა მურღულიამ. 

საკრებულოს წევრმა გურამ ტოროშელიძემ ქალაქის მერს ძეგლის განსათავსებლად ახალგაზრდობის ბაღი შესთავაზა. მისი თქმით, ცენტრალური ბაღი საუკეთესო ადგილი იქნება 9 აპრილს დაღუპულ ადამიანთა მემორიალური ძეგლისთვის. 

„თუ შესაძლებელი იქნება ძეგლის განთავსების ადგილად ახალგაზრდული პარკიც განვიხილოთ, რადგან სახელიდან გამომდინარე იქ ახალგაზრდები დადიან და კარგი იქნება, მათთვის გახდეს ცნობილი ვინ იყვნენ ის სამაგალითო ადამიანები,"- განაცხადა ტოროშელიძემ.

ცნობისთვის, მემორიალური ძეგლის გადატანა ქალაქის საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის კომისიის სხდომაზე რამდენიმე დღის წინ გადაწყდა.


ხატია ბანძელაძე


ნანახია: 2348-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის ვიცე-მერის ნოდარ მიქიაშვილის განცხადებით, ცისფერყანწელთა ქუჩიდან 9 აპრილის ძეგლის გადატანის მთავარი მიზეზი
'ევროპა ჩვენი სახლია' ქუთაისში 9 აპრილის მემორიალისათვის ადგილის შეცვლის გადაწყვეტილებას აპროტესტებს.
ზესტაფონის გამგებლის ტარიელ თუთარაშვილის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ადგილობრივ მთავრობასთან არ იყო შეთანხმებული და იგი
აღნიშნულ საკითხზე ქალაქის საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის კომისიის სხდომაზე იმსჯელეს.