მერიამ 'ქუთაისელებს' ახალგაზრდების ტრადიციებით აღზრდისათვის შენობა უსასყიდლოდ გადასცა
თარიღი : 31-08-2016, 18:01 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის მერიამ საზოგადოება-კავშირ "ქუთაისელებს" ქალაქის ცენტრში არსებული ცესკოს ყოფილი შენობის ფართი 2 წლის ვადით გადასცა.
როგორც საზოგადოება-კავშირი „ქუთაისლები“ ქალაქის მერის სახელზე დაწერილ განცხადებაში აღნიშნავენ, მოცემულ ფართს 2 წლის განმავლობაში საზოგადოება იმისთვის გამოიყენებს, რათა თვალყური ადევნოს ახალგაზრდა თაობის ქართული ტრადიციებით აღზრდასა და ჩამოყალიბებას. ასევე, აქტიურად შეებრძოლოს ნარკომანიას პროსტიტუციასა და თანაბარსქესიანთა ქორწინებას.
საკრებულოს სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის წევრმა ამირან ძოწენიძემ საზოგადოება "ქუთაისელებისთვის" ფართის გადაცემას წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვა უწოდა.
„ნარკომანიასთან ბრძოლას შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს, "ქუთაისელებისთვის" ფართის გადაცემა კი წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვას ჰგავს.
ქალაქის მერის შოთა მურღულიას თქმით, საზოგადოება „ქუთაისელების“ წევრები კოლორიტი ქუთაისელები არიან და მისივე თქმით, მოხარული იქნება თუ კი გამოუყენებელ შენობას მსგავსი აქტივობისთვის გამოიყენებენ.
,,მოქალაქეებმა, რომლებიც ათეულობით წელია ქუთაისს ემსახურებოდნენ გადაწყვიტეს, ორგანიზაცია დაეარსებინათ, ისინი დიდ საქმეებს ფართის გარეშეც აკეთებენ, თუმცა ამიერიდან ამას უფრო ორგანიზებულად მოახერხებენ. არგუმენტი, რომ ნარკომანიას შსს ებრძვის სრულიად უსაფუძვლოა,“-განაცხადა მურღულიამ.
ცნობისთვის, პუშკინის 12-ში მდებარე ცესკოს ყოფილი შენობა გასულ წელს დაიწვა, მომავალ მფლობელებს კი მათ საკუთრებაში გადასული ფართის გარემონტება დაევალათ.
ხატია ბანძელაძე