Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ერთ-ერთი უძველესი ადამიანის ნეშტის სახელობის მღვიმე ჭიათურაში

თარიღი : 31-08-2016, 12:49 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) გეოგრაფიის აკადემიურ დოქტორ გიორგი დვალაშვილთან ერთად, იმერეთის რეგიონში არსებულ იმ საინტერესო ადგილებს გაგაცნობთ, რომლებიც რეგიონში განხორციელებული ექსპედიციების შედეგად აღმოჩნდა. რუბრიკა "ჩემი იმერეთი" ჭიათურაში არსებულ კოტიასკლდის მღვიმის შესახებ გიამბობთ.

კოტიასკლდის მღვიმე სოფელ სვერიდან 1.5 – 2 კმ-ის მანძილზე, მდინარე საძალიხევის აუზში მდებარეობს. გამომუშავებლია ზედაცარცულ კირქვებში, მღვიმე იწყება გადმოხურული კარნიზით (სიმაღლე 5 მ, სიგანე 15 მ), ჭერის სიმაღლე 10 მ-ის შემდეგ 1,5 მ-დე მცირდება და სიღრუვე გვირაბის ფორმას იძენს. მღვიმეში გამოიყოფა მომცრო დარბაზები, განშტოები, მოკლე საფეხურები, ძაბრები, ჭები. ეს უკანასკნელი დროებითი ნაკადების შემოსვლის ადგილებშია გაჩენილი. შესასვლელიდან 100 მეტრზე მღვიმე 2,5-მ-მდე ვიწროვდება, ხოლო ჭერის სიმაღლე 8-9 მ-მდე მატულობს. 135-ე მეტრზე გვირაბი კიდევ უფრო ვიწროვდება და 10 მ სიღრმის ჭას აწყდება. ჭის მიღმა, დაბალი (20-25 სმ) და კალციტის ფორმებით გამოჭედილი ვიწრო გასასვლელის შემდეგ, მღვიმე 15-20 მ-ით გრძელდება. მღვიმის აბსოლუტური სიმაღლე 640 მ. ზღვის დონიდან, ხოლო მდინარის დონიდან 50 მეტრია, სიღრმე 280 მეტრამდეა, სიგანე 1-10 მ, ფსკერის ფართობი 1890 მ2, საერთო მოცულობა 10 400 მ3.

ქიმიური ნალექები 10 მეტრიანი ჭის მიღმა დერეფანში უხვად არის შემორჩენილი; მექანიკურიდან ნგრევის ადგილობრივი კირქვის ნამსხვრევები, გვხვდება თიხის ნაფენები, შესასვლელთან ჰაერის ტემპერატურა 20.50. შეფარდებითი სინოტივე – 36% იყო, სიღრმეში 140 მეტრზე კი 9,80 და 97% _ შესაბამისად. მღვიმის ბოლო მონაკვეთში შემოდის 4ლ/წმ დებიტის მქონე ნაკადი და მუხლისებური განშტოების ფსკერზე ნაპრალში იკარგება. ბინადრობენ ობობები, მწერები, რგოლოვანი ჭიები, ადვილი გასასვლელია, გამოკვლეულია გეოგრაფიის ინსტიტუტის სპელეოექსპედიციის (ზ. ტატაშიძე, კ. წიქარიშვილი, ო. ერქომაიშვილი) მიერ 1957 და 1976 წელს.

კოტე, როგორც მას ექსპედიციის წევრებმა შეარქვეს, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ერთ-ერთი უძველესი ადამიანის ნეშტია, რომლის გენის კვლევის შემდეგ ქართველი და უცხოელი მეცნიერების საერთო ჯგუფმა მანამდე უცნობ გენეტიკურ კომპონენტს მიაკვლია. აღმოჩენა ადასტურებს, რომ სამხრეთკავკასიური გენი თანამედროვე ევროპელის გენეტიკური ჯაჭვის ერთ-ერთი მთავარი რგოლია.

ამ დრომდე მეცნიერები თვლიდნენ, რომ ევროპელები სამი პოპულაციის მემკვიდრეები არიან: ადგილობრივი მონადირე-შემგროვებლების, ლევანტიდან გამოსული ნეოლითელი მწარმოებლური მოსახლეობისა და ჩრდ. ევრაზიის, იამნაის მესაქონლე ტომების, თუმცა საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ადამიანის გენომის თანმიმდევრობის დადგენის შემდეგ აღმოჩნდა, რომ კავკასიელი მონადირე-შემგროვებლები სრულიად განსხვავებულ, უძველეს შტოს წარმოადგენენ.

ისინი აფრიკიდან წამოსული “მოაზროვნე ადამიანის” მემკვიდრეები არიან. რომლებმაც მიგრაცია 2 ტალღად - 45.000 და 25.000 წლის წინ განიცადეს. ამ ორივე ჯგუფის წარმომადგენლები საქართველოს ტერიტორიაზე დასახლდნენ და იზოლირებულად დაახლოებით 15 000 წელი ცხოვრობდნენ. მეცნიერთა თქმით, ეს სწორედ ის ტომები არიან, რომლებიც ევროპაში მოგვიანებით, დაახლოებით მესამე ათასწლეულში გავრცელდნენ. მათ დასავლეთით ექსპანსია იამნაის ტომებთან ერთად კონტინენტალური ყინულის საფარის შემცირების შემდეგ დაიწყეს.

მკვლევართა თქმით, სამხრეთკავკასიელი მონადირე-შემგროვებლების გენის გავლენა ჩანს, როგორც ადრებრინჯაოს ხანის მატარებელ ტომებში, ასევე, თანამედროვე კავკასიურ და სამხრეთ აზიის მოსახლეობაზე. ისინი პირველი ტომები იყვნენ, ვინც შემგროვებლობისა და ნადირობის გარდა უკვე წარმოება დაიწყეს.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში არსებული საწურბლის მღვიმის გვიან ზედაპალეოლითური 13.300 წლის და ჭიათურის მუნიციპალიტეტის კოტიას კლდის მღვიმის მეზოლითური ხანის 9.700 წლის ადამიანის ჩონჩხები მთავარი საკვლევი ობიექტები იყო.

კოტიას კლდის მღვიმის მეზოლითური ხანის 9.700 წლის ადამიანის ჩონჩხი

გარდა იმისა, რომ ადამიანის გენის მსგავსი სახით კვლევა საერთაშორისო მნიშვნელობას ატარებს, ეს საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებული პირველი არქეოლოგიური გათხრაა, რომლის შედეგადაც მოიპოვეს გენეტიკური ინფორმაცია საქართველოს ქვის ხანის ძეგლებზე.

კვლევის შესახებ ვრცელი სტატია ექსპედიციის ხელმძღვანელმა თენგიზ მეშველიამ, ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ და არქეოლოგმა ნინო ჯაყელმა მოამზადეს. სტატია 1 წლის განმავლობაში გადამოწმდა და ახლა ჟურნალ Nature Communication-ში გამოქვეყნდა.

“ნამარხი მონაცემთა ბაზების არსებობა მნიშვნელოვანია, რომ განვითარდეს მულტიდისციპლინური კვლევები; რომ მოხდეს უკვე არსებული კვლევების ერთმანეთთან დაკავშირებმა და მეცნიერებმა ერთი და იგივე არ აკეთონ. სტატია უნდა გახდეს საწყისი ეტაპი უფრო ფართომასშტაბიანი კვლევებისათვის,” - აცხადებს დავით ლორთქიფანიძე.

დნმ-ის შესწავლა რთული პროცესია, რადგან დროთა განმავლობაში ის ქრება, ან იმდენად ზიანდება, რომ შესწავლა აზრს კარგავს. საქართველოს მღვიმეებში შექმნილი კლიმატი კი კარგ პირობებს ქმნის დნმ-ის ნაშთების შესანარჩუნებლად.

პირველი ჩონჩხი, რომელიც ჯერ კიდევ 2004 წელს, კოტიას კლდის არქეოლოგიური გათხრისას აღმოაჩინეს, განსაკუთრებულ დნმ-თან ერთად, მნიშვნელოვან ეთნოგრაფიულ ინფორმაციასაც შეიცავს. “კოტე”, როგორც მას ექსპედიციის წევრებმა შეარქვეს, განსხვავებული წესითაა დაკრძალული.

"როგორც ჩანს, მისი "სულის დასამშვიდებლად" განსხვავებულ წესს მიმართეს. მას ქვით ჩაჩექვილი აქვს თავის ქალა და ფეხის ტერფები. ასევე, გულმკერდში ჩარჭობილი აქვს ცხოველის ნეკნი. ეს არ შეიძლებოდა გამხდარიყო მისი სიკვდილის მიზეზი, ეს მოგვიანებითაა გაკეთებული. რაც ასევე საინტერესო შემთხვევაა. ზუსტად ამ ფორმით დაკრძალული ნეშთი იპოვეს დანიაშიც," - ამბობს თენგიზ მიშველაძე.



ნანახია: 6288-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ესაძლოა კარსტული მღვიმის ფარდული გამოყენებული ყოფილიყო პრეისტორიულ პერიოდში ადამიანის თავშესაფრად.
საგვარჯილეს კარსტული მღვიმე, რომელიც ძევრულას ჩაკეტილ ხეობაში ზღვის დონიდან 220 მეტრზე მდებარეობს, მრავალფენიანი არქეოლოგიური
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) გეოგრაფიის აკადემიურ დოქტორ გიორგი დვალაშვილთან
ძუძუანას მღვიმეში მომხდარი აღმოჩენის შესახებ Topnews.com.ge-ს გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი გიორგი დვალაშვილი ესაუბრა.
მღვიმე, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ყველაზე გრძელი მღვიმის სახელით არის ცნობილი, ხარაგაულის სოფელ ამაშუკეთის მიდამოებში,
მღვიმე საჩხერის მუნიციპალტეტის სოფელ სარეკის ტერიტორიაზე, მდინარე ყვირილას მარცხენა მხარეს, ამავე სოფლის მკვიდრის ბიძინა

ამინდი