ქუთაისის 2014 წლის ბიუჯეტში საგანგებო სამსახურის დაფინანსება 60%–ით შემცირებულია
თარიღი : 15-11-2013, 18:01 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტში, ქალაქის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დაფინანსება 60%-ით შემცირებულია.
ბიუჯეტი, რომლის პროექტი მერის მოვალეობის შემსრულებელმა დღეს წარმოადგინა, მომდევნო კვირიდან ქალაქის საკრებულოს სხვადასხვა კომისიის სხდომებზე განიხილება.
"წელს ქუთაისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დაფინანსება იყო 2 793 000 ლარი, ხოლო მომდევნო 2014 წლის ბიუჯეტში ის 1 097 100 ლარს შეადგენს", - განაცხადა საფინანსო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ავალიანმა.
შეგახსენებთ, რომ მერის მოვალეობის შემსრულებელმა დღეს ბრიფინგი გამართა და ქალაქის მომდევნო 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი წარმოადგინა. ბიუჯეტი წლევანდელ წელთან შედარებით მილიონი ლარით ნაკლებია და 42 168 000 ლარს შეადგენს.