ქუთაისის მერიას სასამართლომ თანამშრომელთა გათავისუფლების საკითხის დამატებით შესწავლა დაავალა
თარიღი : 20-08-2013, 10:42 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქალაქის მერიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ყოფილი თანამშრომლების- დავით ცაგარეიშვილისა და გიორგი ქანთარიას სარჩელები ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მერიის ყოფილი თანამშრომლების მოთხოვნას გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება წარმოადგენს. ცაგარეიშვილისა და ქანთარიას შემთხვევაში ქალაქის მერიას მათი გათავისუფლების საკითხის დამატებით შესწავლა დაევალა.
სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება ქალაქის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ყოფილი თანამშრომელი თეონა ჭეიშვილი. მის საქმეზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს მოსამართლე ხუთშაბათს გამოაცხადებს. შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოში მერიიდან გათავისუფლებულთა საქმეების განხილვა მიმდინარე კვირის განმავლობაში გრძელდება. ხვალ ყოფილი ვიცე-მერის, კოტე რატიანის საქმის განხილვა მოხდება. მერიის ყოფილი თანამშრომლების ინტერესებს სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ იურისტები იცავენ.