Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

53 540 პირველკლასელი 'ლენოვოს' პორტაბელურ კომპიუტერს მიიღებს საჩუქრად

თარიღი : 30-08-2016, 16:40 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
საქართველოს საჯარო სკოლების 53 540 პირველკლასელს პორტაბელური კომპიუტერი გადაეცემა. წელს საჯარო სკოლების პირველი კლასის მოსწავლეები საჩუქრად Lenovo ideapad 300S-11IB -ს მიიღებენ.

ასევე, კომპიუტერები გადაეცემათ მეათე კლასის მოსწავლეებს, რომლებმაც საბაზო საფეხური დაასრულეს და მათი საბაზო საფეხურის ნიშანია 10 ქულა დამრგვალების გარეშე. კომპიუტერებს ასევე მიიღებენ საჯარო სკოლების პირველი კლასის დამრიგებლები.

სამინისტრომ პირველკლასელებისთვის შეიძინა – 55 300 პორტაბელური კომპიუტერი (ბუკი); წარჩინებულებისთვის – 2470 პორტაბელური კომპიუტერი; პირველკლასელთა დამრიგებლებისთვის – 2530 პორტაბელური კომპიუტერი. რაც შეეხება სახელმძღვანელოებს, წელს უფასო სახელმძღვანელოებს მიიღებს საქართველოს საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე; კერძო სკოლის სოციალურად დაუცველი მოსწავლეები, რომელთა სარეიტინგო ქულა ნაკლებია 70001-ზე. ასევე, ახალგორისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული სკოლების მოსწავლეები.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, წელს დაიბეჭდა 2246738 წიგნი, რვეული და ტესტი.

საქართველოს მასშტაბით, საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რაოდენობა 53 540, ხოლო მთლიანად, მოსწავლეთა რაოდენობა 509 120-ია.

bfm.ge


ნანახია: 2138-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მინისტრმა ქუთაისის საჯარო სკოლების 134 მეათეკლასელს საჩუქრად პერსონალური კომპიუტერი გადასცა.
მიმდინარე წელს კომპიუტერი სულ 1 626 წარმატებულ მოსწავლეს გადაეცა.
ინტელექტუალურ ჩემპიონატ ,ეტალონში" თერჯოლის 24 საჯარო და ერთი კერძო სკოლის 73 მოსწავლე მონაწილეობდა.
გამოკვლევები ქუთაისის ზოგადსაგანმანათლებლო (საჯარო და კერძო) სკოლების პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და მეშვიდე კლასის
მათ თვითმმართველობის შენობა დაათვალიერეს, ასევე შეხვდნენ ქუთაისის მერს შოთა მურღულიას.

ამინდი