Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'იმერეთი გრინერიმ' კიტრის წარმოება დაიწყო

თარიღი : 30-08-2016, 11:51 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ბოსტნეულის მწარმოებელმა კომპანია "იმერეთი გრინერიმ" კიტრის წარმოება დაიწყო. კომპანიის წარმომადგენელი დავით ჩხეიძე რადიო „კომერსანტთან" აცხადებს, რომ მაისის ბოლოს ახალი სათბური შევიდა ექსპლუატაციაში, რომლის მშენებლობაც „საპარტნიორო ფონდის" თანადაფინანსებით განხორციელდება. სათბური 1,5 ჰექტარზე მოეწყო და აქ დამატებით 700 ტონა სხვადასხვა სახის ბოსტნეული მოყვანაა შესაძლებელი. პროექტში 4,2 მილიონი ევროს ინვესტიცია ჩაიდო. დავით ჩხეიძე ამბობს, რომ ახალ სათბურში 4 სახეობის კიტრის, მათ შორის „შუშა" კიტრის, „სვეტაგორის", „კიბრის" მოყვანა უკვე დაიწყო. პროდუქცია სრულად ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, სამომავლოდ კი ექსპორტზეც ფიქრობენ. მისივე თქმით, სამომავლოდ გეგმაშია სხვადასხვა სახეობის ბოსტნეულის წარმოება და იგეგმება, რომ არსებულ სათბურებს დაემატოს კიდევ ერთი ახალი სათბური. ჩხეიძე ამბობს, რომ მათი პროდუქცია ხარისხის კუთხით უწევს კონკურენციას იმპორტირებულს , „იმერეთი გრინერის" კიტრის ღირებულება კილოგრამზე 35-40 თეთრია. კომპანია პარალელურად აგრძელებს სალათის ფურცლების წარმოებას.

„იმერეთი გრინერის" მფლობელი ჰოლანდიური კომპანია პარალელურად სამეგრელოში , ხობში კიდევ ერთ სათბურს „სამეგრელო გრინერს" ფლობს. დავით ჩხეიძე ამბობს, რომ სამეგრელოში ამ ეტაპზე მხოლოდ შუშა კიტრის მოყვანა ხდება . სამომავლოდ კი სამეგრელოს სათბურის განვითარებაც დაგეგმილია.

კომპანია ბაზარზე 2014 წლის დეკემბერში გამოვიდა. „იმერეთი გრინერი" ნაწილობრივ ჰოლანდიის მთავრობის გრანტით, ნაწილობრივ კი სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს თანადაფინანსებით შეიქმნა.


ნანახია: 2173-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ამ ეტაპზე მხოლოდ სალათის ფურცლებს აწარმოებენ, რაზეც მოთხოვნა დიდია.
სასათბურე მეურნეობა კერძო ინვესტორებისა და ჰოლანდიური კომპანიის მიერ ერთობლივად, ხუთი მილიონი ლარის ინვესტიციით დაფუძნდა.
ამჟამად ხობში ასანთის საწარმოს მშენებლობა მიმდინარეობს, რომელშიც ინვესტიციის სახით 2 მილიონი ლარი ჩაიდება.

ამინდი