Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელი მიმალვაში იმყოფება

თარიღი : 29-08-2016, 21:18 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
შსს-ს სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გოდერძი თევზაძე, რომელსაც დემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურამ ბრალი წარუდგინა, მიმალვაში იმყოფება.

ამის შესახებ მთავარი პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, რომლის თანახმადაც თევზაძეს, დემურ სტურუას გარდაცვალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ბრალი, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით წარედგინა.

საგამოძიებო უწყების ცნობით, ვინაიდან, გოდერძი თევზაძე თავს არიდებს გამოძიებას, დაუსწრებლად გამოტანილია დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითა და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

”ასევე პროკურატურა მიმართავს სასამართლოს დაუსწრებლად გ.თევზაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით. გ.თევზაძის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სათანადო პროცედურების განხორციელების შემდეგ მის მიმართ გამოცხადდება ძებნა”, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ipn.ge


ნანახია: 2155-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამის შესახებ მთავარი პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.
გოდერძი თევზაძის სამძებრო ღონისძიებებში ყველა სამართალდამცავი სტრუქტურა ჩაერთვება.
გოდერძი თევზაძე მიმალვაშია და დღეს ის პროცესზე არ გამოცხადებულა.
დემურ სტურუას ოჯახი გოდერძი თევზაძის კანონის უმკაცრესი სასჯელით დასჯას ითხოვს.
სამტრედიის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი დემურ სტურუას საქმეზე, პოლიციელი გოდერძი თევზაძე უზენაესმა სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო.
22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულის, სამტრედიის პოლიციის თანამშრომლისთვის აღკვეთის ღონისძიების

ამინდი