Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პაატა ბურჭულაძის პარტიამ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

თარიღი : 29-08-2016, 18:31 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მოძრაობამ ”პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები განმუხურში წარადგინა.

ქუთაისის #48 ოლქში გამარჯვებისთვის თემურ ცამციშვილი იბრძოლებს, #49 საარჩევნო ოლქში ზვიად ბაღდავაძე, ხოლო #47 ოლქში ამირან ხვადაგიანი.

თემურ ცამციშვილი „ახალი პოლიტიკური ცენტრის- გირჩის“ კანდიდატია, ზვიად ბაღდავაძე - „სამოქალაქო პლატფორმა- ახალი საქართველო“-ს, ხოლო ამირან ხვადაგიანი „პაატა ბურჭულაძე -სახელმწიფო ხალხისთვის“.

„პოლიტიკოს უნდა ჰქონდეს ამბიციები- კარგი საქმის კეთებისა. ახლა არაა დრო დაპირებების პოლიტიკის წარმოების, ახლა დროა საქმიანი და საქმეების კეთების პოლიტიკის გატარების. ამიტომაც ვიბრძვი გამარჯვებისთვის. ქუთაისი უნდა იყოს საპარლამენტო ქალაქი, ტურისტულლოჯისტიკური ცენტრი. ძლიერი საუნივერსიტეტო კერებით.

ეკონომიკური თავისუფლება, განათლება, ჯანდაცვა, სოციალური დახმარება, საგარეო კურსი- ჩვენს მიერ შემოთავაზებული პროგრამა არის ამ ყველაფრის შექმნის საუკეთესო შესაძლებლობა. მე ვიქნები ხალხთან ერთად იმ საკანონმდებლო ინიციატივების ავტორი, რომელიც მისცემს თვითმმართველობებს შესაძლებლობას ემსახურებოდეს ხალხის ინტერესებს და არა ცენტრალური ხელისუფლების ნებას“,- განაცხადა თემურ ცამციშვილმა ქუთაისის #48 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.


ნანახია: 4155-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის' მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი 47-ე საარჩევნო ოლქში ამირან ხვადაგიანი საფიჩხიის
პაატა ბურჭულაძის მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის გირჩმა დატოვა.
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge წარმოგიდგენთ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატებს საარჩევნო ოლქების მიხედვით.
ბლოკ 'პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის' ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი 48–ე ოლქში თემურ ცამციშვილი ჭომაში დევნილების
ამირან ხვადაგიანი წლების განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობის" წევრი და ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე იყო.

ამინდი