ტყიბულში მეშახტეთა პროფესიული დღე აღინიშნა
თარიღი : 29-08-2016, 14:57 | კატეგორია: ახალი ამბები

ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრში ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით საზეიმო კონცერტი გაიმართა.
მეშახტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი დავით ბეჟუაშვილი, ,,საქნახშირი ჯი აი ჯი ჯგუფი“–ს გენერალური დირექტორი ჯამბულატ ჯაყელი და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ.
მეშახტეებს პროფესიული დღე მხარის გუბერნატორმა, მუნიციპალიტეტის გამგებელმა და ,,საქნახშირი ჯი აი ჯი ჯგუფი“–ს გენერალურმა დირექტორმა სცენიდან მიულოცეს.
კომპანიამ მეშახტეებს, საზეიმო დღესთან დაკავშირებით, სიმბოლური ფულადი საჩუქრებიც გადასცა.
მეშახტეთა პროფესიული დღე ტყიბულში 1948 წლიდან აღინიშნება.

NS