აკაკი ბობოხიძე ხელისუფლებას ფულის დახარჯვაში დახმარებას სთავაზობს
თარიღი : 15-11-2013, 14:02 | კატეგორია: პოლიტიკა

„პირველად ვნახე ფინანსთა მინისტრი, რომელიც ტრაბახობს იმით, რომ ფული არ დახარჯა, მაშინ, როდესაც ქვეყანაში უამრავი პრობლემაა გადასაჭრელი. თუ მათ არ იციან რაში დახარჯონ ფული, წყალტუბოში, მეწყერსაშიშ ზონაში 180-მდე სახლია აღრიცხული და მე მივაწვდი მათ შესაბამის ფოტო-ვიდეო მასალას,“ - ეს განცხადება წყალტუბოს მაჟორიტარმა აკაკი ბობოხიძემ დღეს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ბობოხიძე ქვეყნის ხელისუფლებას იმ პრობლემებს ახსენებს, სადაც მას ფულის დახარჯვა შეუძლია. წყალტუბოს მაჟორიტარმა წყალტუბოს საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარე მამუკა საღარეიშვილთან ერთად, მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში მდებარე ერთ-ერთი სახლის ფოტოები წარმოადგინა, სადაც დაახლოებით ერთი წლის წინ ღამით, მეწყერი ჩამოწვა. მამუკა საღარეიშვილის თქმით, ხუთსულიანი ოჯახისათვის ბინის ქირის გადასახდელად თანხა წყალტუბოს ადგილობრივი ბიუჯეტიდან მომავალი წლის ინვავრამდეა გამოყოფილი.
„ჩვენი ხელისუფლების დროს ჩვენ 17 ოჯახს დავეხმარეთ. მათ 10 000 დოლარის ექვივალენტის თანხა გადაეცათ და ოჯახებმა ან ქალაქში ან იქვე იყიდეს ბინები. რადგან წყალტუბოს ბიუჯეტს ამ ოჯახების დახმარების საშუალება არ ჰქონდა, ჩვენ მთავრობას ვთხოვეთ თვითონ შეექმნათ სამთავრობო კომისია და შეესწავლათ საკითხი,“ - განაცხადა საღარეიშვილმა.