Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

როდესაც ქუთაისის მერიაში მოვედი, 40 მილიონიანი ბიუჯეტი ჩამბარდა, ახლა კი 500 მილიონი ლარია მობილიზებული-მურღულიას განცხადება ფაქტმეტრმა გადაამოწმა

თარიღი : 29-08-2016, 14:24 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ტელეკომპანია “რიონის” ეთერში ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ განაცხადა, რომ როცა ის ქალაქის მერი გახდა, ქუთაისის ბიუჯეტი 40 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო მიმდინარე წელს მთლიანმა ხარჯებმა (ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებასთან ერთად) 500 მილიონ ლარს მიაღწია.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

შოთა მურღულია ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლად ადგილობრივმა საკრებულომ 2013 წლის დასაწყისში დანიშნა. იმავე წელს, მურღულია ქუთაისის არჩეული მერი გახდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ 2013 წლის ბიუჯეტის მდგომარეობით დავინტერესდით. ქუთაისის ბიუჯეტი ხელმისაწვდომია როგორც საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს, ასევე ქუთაისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდებზე.

ქუთაისის ბიუჯეტი 2013 წელს 53.9 მლნ ლარს შეადგენდა, მიმდინარე წელს კი 73.5 მლნ ლარით დაიგეგმა.

ჩვენ ქუთაისის მერს დავუკავშირდით, რათა გაგვერკვია, რას გულისხმობდა ის 500 მილიონი ლარით ხარჯების ზრდაში. როგორც მურღულიამ განმარტა, მიმდინარე წელს ქუთაისში 500 მილიონი ლარის სამუშაოებია დაგეგმილი, ამათგან კი ნაწილი უკვე ხორციელდება. ეს თანხები მოძიებულია როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდიდან (მგფ), ისე მსოფლიო ბანკიდან.

ჩვენ ინფორმაცია ქუთაისში მიმდინარე ყველა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტზე გამოვითხოვეთ, რომელიც ქუთაისის ადგილობრივი თვითმართველობის ბიუჯეტის მიერ არ ფინანსდება. ქუთაისის მერიამ 2016 წელს რეგიონული განვითარების ფონდის მიერ შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი მოგვაწოდა, თუმცა ამ პროექტების ღირებულება არ მიუთითებია.

მერიიდან ასევე მივიღეთ მათ მიერ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდთან დადებული ხელშეკრულებები. ნიკეას ქუჩის რეაბილიტაციაზე გამოცხადებულ ტენდერში შპს “საქმილსადენმშენმა” გაიმარჯვა. ამისთვის, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 7 მილიონ 171 ათას 478 ლარი გამოყო. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და შპს “საქმილსადენმშენს” შორის ხელშეკრულება 2015 წლის 28 ოქტომბერს გაფორმდა.

ქუთაისის მერიამ კიდევ ერთი ხელშეკრულება მოგვაწოდა, რომელიც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და ქუთაისის მუნიციპალიტეტს შორის სანაპიროსა და ნიკეას ქუჩების რეაბილიტაციის განხორციელებას ითვალისწინებს. საინვესტიციო დაფინანსების ხელშეკრულება გასული წლის 2 ივნისს გაფორმდა. პროექტის მთლიანი ღირებულება 7 მლნ 549 ათას ლარს შეადგენს.

ამრიგად, ქუთაისის თვითმმართველობიდან მხოლოდ ორი ხელშეკრულების მოპოვება შევძელით იმ შესრულებულ სამუშაოებზე, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან არ ფინანსდება. ორივე ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა წელს ქუთაისში 15 მილიონამდე ლარი დახარჯა.

დასკვნა
კვლევამ აჩვენა, რომ 2013 წელს, მაშინ როდესაც შოთა მურღულია ჯერ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ხოლო მოგვიანებით ქალაქის არჩეული მერი გახდა, ქალაქის ბიუჯეტი 53.9 მლნ ლარი იყო, ანუ თითქმის 14 მილიონით მეტი, ვიდრე მან განაცხადა. ამასთან, მან ისაუბრა 500 მილიონი ლარის მობილიზებაზე მიმდინარე წელს, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტის ნაწილს არ წარმოადგენს. მაგრამ, ინფრასტრუქტურაზე მობილიზებული თანხის ქუთაისის ბიუჯეტთან შედარება არასწორია.
ასევე, შეუძლებელია დადგინდეს, განხორციელდება თუ არა წელს ქუთაისში 500 მილიონი ლარის შირებულების სამუშაოები, რადგან პროექტების უმრავლესობა რამდენიმე წელზეა გათვლილი და თანხის ათვისება წლის ბოლომდე ვერ დასრულდება. თუმცა, ზოგიერთი პროექტი მიმდინარეობს და ზოგიც უკვე დასრულდა.

ამდენად, ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ შოთა მურღულიას განცხადება არის მეტწილად მცდარი.


ნანახია: 1798-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტი, წლევანდელთან შედარებით მილიონი ლარით ნაკლებია.
ქუთაისის 2017 წლის ბიუჯეტმა 51 572 800 ლარი შეადგინა.
ქუთაისის მერის შოთა მურღულიას განცხადებით, მომავალი წლის განმავლობაში ბიუჯეტის ზრდა კიდევ 20 მილიონით იგეგმება.
ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურმა ჟურნალისტებს და ენჯეო სექტორის წარმომადგენლებს 2014 წლის ანგარიში გააცნო.
"იყო სამტრედიის სოფლებში მსხვილი პროექტი, მაგალითად, წყალთან დაკავშირებული, მაგრამ თავად ქალაქ სამტრედიაში ასეთი მასშტაბური რამ

ამინდი