BBC საქართველოს შესახებ 4 ფილმს აჩვენებს
Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

BBC საქართველოს შესახებ 4 ფილმს აჩვენებს

თარიღი : 29-08-2016, 11:58 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ტელეკომპანია BBC საქართველოს შესახებ 4 ფილმს აჩვენებს.

დოკუმენტური ფილმების გადასაღებად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს კომპანია “Edenwood Productions” გადამღები ჯგუფი ეწვია. ტურში მონაწილეობას იღებენ მთავარი პროდიუსერი Lydia Conway და დამხმარე ასისტენტი Benjamin Arnott.

გადამღები ჯგუფის მონაწილეებმა 2 კვირის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეები მოინახულეს. ჯგუფის წევრებმა გადაიღეს თბილისი, მცხეთა,უფლისციხე ბორჯომი, რაბათი, ვარძია, წყალტუბო, აჭარა, სვანეთი, ზუგდიდი, მარტვილი, ქუთაისი, გორი, კახეთი, ანანური და ყაზბეგი. თითო ფილმი 1 საათიანი იქნება და საქართველოს კულტურას, ისტორიას, რელიგიას და ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს მიეძღვნება.

ტელეკომპანია BBC-ის ეთერში გასვლის შემდეგ დოკუმენტური ფილმების ნახვა BBC-ის და გავლენიანი გამოცემა The Telegraph-ის გვერდებზე იქნება შესაძლებელი.


ნანახია: 869-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეფილმების გაერთიანება აგრძელებს საქართევლოს სხვადასხვა რეგიონში ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალი
მაგალითად, ერთ-ერთ ბრიტანულ ვებ-გვერდზე, The Culture trip, აღწერილია საქართველოს ულამაზესი კუთხეები და ქალაქები, რომლებიც
პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქუთაისში საქართველოს ტურიზმის ეროვნული
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მედიის წარმომადგენლები საჩხერის მუნიციპალიტეტს სტუმრობდნენ.
კინოსკოლაში მონაწილეობის მისაღებად ესსეების მიღება 15 აგვისტომდე მიმდინარეობს.
ჯამში ხეივანში 300-მდე ახალი ნათურა დამონტაჟდა.
მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა იმერეთის გუბერნატორი, შავლეგო ტაბატაძე რეგიონის მერებს, საკრებულოს
ავტოსატრანსპორტო საშუალების იძულებითი გაჩერების შემდეგ, ერთ-ერთმა მოქალაქემ გამოხატა აგრესია და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს

ამინდი