Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სამი ღვთისმშობელი - 'მოულოდნელი სიხარულის', 'ბარაქის' და 'ლოთობა-ნარკომანიის' დასაძლევი სასწაულთმოქმედი ხატები

თარიღი : 28-08-2016, 14:08 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ნებისმიერ ხატს თავის ისტორია და ამბავი აქვს. გვინდა, ღვისმშობლის სამი ხატის შესახებ მოგიყვეთ.

"მოულოდნელი სიხარული"

ამ ხატის გამოსახულება ასეთია: ოთახში კედელზე მოთავსებულია ღვთისმშობლის ხატი, ქვემოთ, მის წინაშე მუხლმოყრილი მლოცველია. ამ ხატის ამბავი წიგნში "დამარწყულებელი სასმისი" ასეა აღწერილი: "ეს ხატი ერთი ცოდვილის სახლში იმყოფებოდა, რომელიც არ ღალატობდა ჩვეულებას და ყოვლდღიურად ხატის წინაშე მთავარანგელოზის სიტყვებით ლოცულობდა: "გიხაროდენ, სახარულევანო". ერთხელ საშინელი უსჯულოების ჩასადენად რომ მიდიოდა, ღვთისმშობლის ხატისკენ მიბრუნდა, რომ ელოცა და თავზარი დაეცა: დაინახა, რომ ხატი ადგილზე იძვროდა. ღვთისმშობელი და მის ხელში ყრმა გაცოცხლებულიყვნენ: ყრმა ღმერთს ხელებზე, ფეხებზე და ფერდზე ჭრილობები გახსნოდა და სისხლი ჩამოსდიოდა. კაცმა შიშით შეჰღაღადა: - დედოფალო, ვინ ჩაიდინა ეს?" ღვთისმშობელმა უპასუხა: - შენ და სხვა ცოდვილები, როგორც იუდეველები, ჯვარს ისე აცვამთ ჩემს ძეს.
http://www.picz.ge/img/s1/1608/28/3/3c93afa45ebe.jpg
- შემიწყალე, დედაო! – თქვა ცოდვილმა. ღვთისმშობელმა უპასუხა: - მოწყალე დედას მიწოდებ, მაგრამ მწუხარებით მავსებო. კაცმა ღვთისმშობელს შენდობა სთხოვა. კურთხეულმა დედამ კი ღვთის წინაშე ლოცვა აღავლინა: "ძეო და ღმერთო ჩემო, ჩემდა მომართ სიყვარულითა შეიწყალე ცოდვილი ესე და შეუნდე ყოველივე ბოროტნი საქმენი მისნი". ღვთაებრივმა ხმამ ცოდვილს სინანული აღუძრა და მას ღვთისმშობლის ხატისაგან მოულოდნელი სიხარული მიენიჭა, რომელმაც დაღუპვისაგან იხსნა.
ხატის მიერ მრავლი სასწაული აღსრულებულა. მისი ხსენების დღე 9 დეკემბერს აღინიშნება.

თბილისში "მოულოდნელი სიხარულის" ხატის ასლი წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიაშია დაბრძანებული.

"ბარძიმი შეუსმელი"


ამ ხატის გამოცხადება 1878 წელს მოხდა. ტულის გუბერნიის ეფრემოვოს მაზრის ერთ-ერთი გლეხი, გადამდგარი ჯარისკაცი, მემთვრალეობის ვნებას ჰყავდა დაპყრობილი. მან მთელი სარჩო-საბადებელი ლოთობაში გაანიავა და გაღატაკდა. უზომო სმისაგან ფეხები წაერთვა, მაგრამ სმას მაინც განაგრძობდა. ერთხელ სიზმრში ბერი გამოეცხადა და უბრძანა, სერპუხოვოს ღვთისმშობლის მონასტერში ჩასულიყო, სადაც ღვთისმშობლის ხატი "ბარძიმი შეუსმელი" ბრძანდებოდა და მის წინაშე სავედრებელი პარაკლისი გადაეხადა.
http://www.picz.ge/img/s2/1608/28/a/ada25e9536a1.jpg
მონასტერში მისულმა იქაურებს მოუთხრო თავის სიზმარზე და პარაკლისის გადახდა სთხოვა, მაგრამ მონასტერში არავინ იცოდა ღვთისმშობლის ამგვარი ხატის შესახებ. იფიქრეს, სადიაკვნის შესასვლელში რომ ხატი ჰკიდია, ის ხომ არ არისო? მართლაც ხატის უკანა მხარეს ნახეს წარწერა: "ბარძიმი შეუსმელი". მღვდელმთავარ ალექსის მოწაფეში – ღირს ვარლაამში – დასნეულებულმა გლეხმა სიზმრად ნანახი ბერი შეიცნო. გლეხი შინ გამოჯანმრთელებული დაბრუნდა. ამ ხატის საკვირველი განდიდების ამბავი მთელ რუსეთს მოედო. მემთვრალეობის სენით შეპყრობილები, მათი ახლობლები და ნათესავები მის წინაშე ლოცვებს აღევლენდნენ, ბევრი კი მისკენ იმიტომ მიილტვოდა, რომ სამადლობელი შეეწირა.

იკონოგრაფიული თვალსაზრისით, ხატი ღვთისმშობლის ერთ-ერთი უძველესი გამოსახულების - "ორნატას" ტიპს მიეკუთვნება, ოღონდ, ყრმა იესო ბარძიმში ფეხზე მდგომია გამოხატული. აღნიშნული ბარძიმი მართლაც შეუსმელია, ანუ დაულევნელი, რადგან ტარიგი მისი "მარადის იჭამების და არა დაილევის". ღვთისმშობელი ყოველი ცოდვილისთვის ლოცულობს, ყველას ცხონება სურს, დამღუპველი მიდრეკილებების (ლოთობა, ნარკომანია) ნაცვლად სულიერი სიხარულისა და ნუგეშის დაუშრეტელი წყაროსაკენ მოუწოდებს. სულიერი შეწევნისა და მოწყალების შეუსმელი ბარძიმი თითოეული მათგანისთვისაა, ვისაც ეს სურს. ხატის დღესასწაული 5 მაისს აღინიშნება.

"პურთათვის სიუხვის მომნიჭებელი", ანუ "ბარაქის ხატი"


ხატს "პურთათვის სიუხვის მომნიჭებელი" ღირსმა მამამ ამბროსი ოპტინელმა უწოდა.

1890 წელს ბოლოხოვის მონასტრის იღუმენიამ, ილარიამ წმიდა მამას ღმრთისმშობლის სრულიად ახლებურად დაწერილი ხატი გაუგზავნა: ქვეყნიერების დედოფალი ამ ხატზე ღრუბლებზე მჯდომარეა გამოსახული და ხელებიც კურთხევის ნიშნად, აპყრობილი აქვს. ქვემოთ პურის ყანაში ყვავილებსა და ბალახებს შორის ძნები მოჩანს. ღვთისმშობლის გამოსახულება ბოლოხოვის მონასტრის ყოველთა წმიდათა ხატიდანაა გადმოღებული, ხოლო ყანა და პურის ძნები ღირსი ამბროსის ჩანაფიქრით დაიწერა.

როდესაც ხატს სახელად "პურთათვის სიუხვის მომნიჭებელი" უწოდა, წმიდა მამას სურდა, ეჩვენებინა, რომ დედა ღმრთისა ადამიანებს არა მარტო სულიერ ხსნას მიჰმადლებს, არამედ ქვეყნიერ ღვაწლშიც ეხმარება. ღირს მამას უყვარდა ეს ხატი და მის წინაშე ლოცვა სულიერ შვილებსაც უანდერძა, რომლებიც შამორდინოს დედათა სავანეში ცხოვრობდნენ. ხატმა პირველი წყალობა სწორედ შამორდინოს სავანეზე მოავლინა, - რუსეთის შიმშილობის დროს (1891 წელი) და მონასტრის ველებსა და მთელ გუბერნიას მდიდარი მოსავალი მიჰმადლა. 1892 წელს გვალვისას ხატის ასლი ვორონეჟის გუბერნიაში გაგზავნეს და როგორც კი მის წინაშე პარაკლისი აღსრულდა, წვიმა წამოვიდა, მინდვრები გაცოცხლდა და მოსავალი მოვიდა.
http://www.picz.ge/img/s1/1608/28/5/5de347454043.jpg
ხატის დღესასწაული 28 ოქტომბერს აღინიშნება.

ambebi.ge


ნანახია: 3443-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წირვაში, რომელიც პატრიარქმა აღავლინა, მონაწილეობა მიიღო ლიტვის მთავარეპისკოპოსმა ინოკენტიმ. პატრიარქმა დიდი სიხარული გამოთქვა,
ხონელმა ხატმწერმა იაგო უგულავამ აღდგომის მარხვის განმავლობაში თამარ მეფის ხატი შექმნა.
აღნიშნული ხატი ხონის წმინდა გიორგი სახელობის ტაძრიდან 1923 წელს კომუნისტების მიერ განხორციელებული დარბევის დროს დაიკარგა.
ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძრის ეზოში უნიკალური ჯიშის 80 ხის ნერგი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობტივი
მურღულიამ და დვალმა აღნიშნულ ტაძარს ღვთისმშობლის სახელობის ხატი შესწირეს.

ამინდი