Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ვიცე-მერმა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დახარჯული თანხის ანგარიში წარმოადგინა

თარიღი : 15-11-2013, 11:44 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის ვიცე-მერმა თენგიზ თოფურიძემ ქალაქის კეთილმოწყობისა და შესყიდვების სამსახურის უფროსებთან ერთად 2013 წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხაზე, შესრულებულ სამუშაოებზე და გამოცხადებულ ტენდერებზე მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ანგარიში ჩააბარა.

ვიცე-მერის თქმით, ბოლო დროს ქალაქში მათი ოპონენტები საუბრობენ იმაზე, რომ ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა ქუთაისის მერიამ მიზნობრივად ვერ დახარჯა, თანხის დიდი ნაწილი ვერ აითვისა და კვლავ ცენტრალურ ბიუჯეტში დაბრუნდება.

"იქ, სადაც არის დიდი ფინანსები, ყოველთვის არის არაჯანსაღი კრიტიკა. მე მინდა, გითხრათ, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2013 წლის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 4 352 400 ლარი გამოიყო. რეგიონული განვითარების ფონდიდან ანუ ცენტრალური ხელისუფლებისგან 15 937 345 ლარი. სამუშაოებისთვის დღემდე დახარჯულია ამ გადმორიცხული თანხის 18%. ხოლო წლის ბოლომდე 62%-ს ავითვისებთ. 2012 წელთან შედარებით, ქუთაისის მერიამ გააუმჯობესა ტენდერების გამოცხადება და 15 ნოემბრის მდგომარეობით გამოცხადებულია 247 ტენდერი. აქედან, 221 ტენდერზე დადებულია ხელშეკრულება. 6 ტენდერზე მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება, ხოლო 20 ტენდერი ნოემბრის ბოლომდე ჩატარების პროცესშია", - განაცხადა თოფურიძემ.


ნანახია: 1926-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თუ პროექტები წლის ბოლომდე არ დასრულდა და თანხა არ დაიხარჯა, ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა კვალავ უკან დაბრუნდება.
„წინ გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ბუნებრივია აწყობთ, რომ გასულ წელს დასასრულებელი პროექტები არჩევნების წინ
ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ შოთა მურღულიას განცხადება არის მეტწილად მცდარი.
ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურმა ჟურნალისტებს და ენჯეო სექტორის წარმომადგენლებს 2014 წლის ანგარიში გააცნო.
ძირითადი აქცენტი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაკეთდა

ამინდი