Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერმა ურეკში, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ბანაკში სპორტსმენები მოინახულა

თარიღი : 27-08-2016, 13:35 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველმა ნინო უჩაძემ დაბა ურეკში, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ბანაკის მესამე ნაკადის სპორტსმენები მოინახულეს. ბანაკის წევრებმა მათთან სტუმრად ჩასულ ქალაქის მერსა და ააიპის მმართველს სპორტული სანახაობა შესთავაზეს. გაიმართა ,,მხიარული სტარტები", სადაც ყველა სპორტსმენი აქტიურად იყო ჩართული. შოთა მურღულიამ სპეციალური პრიზებით დააჯილდოვა სუმოში ჭაბუკთა შორის მსოფლიო ჩემპიონი ამირან წიქორიძე და ბანაკის ყველაზე პატარა ასაკის სპორტსმენი.
http://www.picz.ge/img/s1/1608/27/c/c86212ec4f05.jpg
გაერთიანების ხელმძღვანელის ნინო უჩაძის განცხადებით, დაბა ურეკში სპორტულ-გამაჯანსაღებელ შეკრებაში სულ ხუთი ნაკადი მიიღებს მონაწილეობას, რომლის ფარგლებშიც ჯამში 300 სპორტსმენი დაისვენებს. სპორტსმენებისთვის დაბა ურეკში ყველა პირობაა შექმნილი. ბანაკი მე–5 ნაკადის მიღების შემდეგ 10 სექტემბერს დაიხურება.

"სექტემბერი სპორტსმენებისთვის ძალზედ დატვირთულია. იწყება ეროვნული ჩემპიონატები და სხვადასხვა მნიშვნელოვანი შეჯიბრებები, ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ კარს მომდგარ სპორტულ ღონისძიებებს ქუთაისის წარმომადგენლები სრულ მზადყოფნაში შეხვდნენ და მაღალი შედეგები აჩვენონ. მათ მომზადებაში კი დაბა ურეკში მოწყობილი სპორტულ გამაჯანსაღებელი ბანაკი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს," - განაცხადა ქუთაისის მერმა.


ნანახია: 1290-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მოზარდები ზაფხულის სეზონზე ურეკში ხუთ ნაკადად დაისვენებენ.
ქუთაისის მერიის განათლების განყოფილების ორგანიზებით, დაბა ურეკში შემეცნებით ბანაკ 'მცირე აკადემიას' მონაწილეები გაემგზავრნენ.
სალუქვაძეს ქუთაისის მერი შოთა მურღულია და ა(ა)იპ 'სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების' ხელმძღვანელი ნინო უჩაძე შეხვდნენ.
ქალაქის მერი წარმატებულ მოსწავლეებს მხარდაჭერას მომავალშიც დაჰპირდა.
ბანაკის ბოლო დღეს ახალგაზრდებმა მინი სპექტაკლები წარმოადგინეს.
400 ბენეფიციარი ურეკში ზაფხულის განმავლობაში, 10-10 დღით ისვენებს.

ამინდი