Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურის სოფელი, სადაც სასწრაფო ასვლაზე უარს აცხადებს

თარიღი : 27-08-2016, 13:10 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ირაკლი ალასანია „თავისუფალი დემოკრატების“ ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თეიმურაზ გაფრინდაშვილმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სოფელ ხრეითის მოსახლეობას შეხვდა.

ადგილობრივებმა თეიმურაზ გაფრინდაშვილს სოფლის პრობლემების შესახებ ესაუბრნენ. როგორც მოსახლეობა აცხადებს, სოფლის წინაშე ბევრი პრობლემა დგას, რაც გზისა და წყლის არარსებობას, სოციალური შემწეობის მიმღები პირებისათვის შემწეობების მოხსნას და უმუშევრობას ეხება. ადგილობრივებმა ისიც განაცხადეს, რომ გზის არარსებობის გამო, სოფელში ასვლაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები უარს ამბობენ, ხოლო წყლის გარეშე მყოფი სოფელი წყალს მდინარიდან ეზიდება.

თეიმურაზ გაფრინდაშვილმა ადგილობრივებს განუცხადა, რომ სოფელში გზის პრობლემის მოწესრიგება „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, თანხების სწორი განაწილებით შესაძლებელია. მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობას პირობა მისცა, რომ მისი მაჟორიტარობის შემთხვევაში სოფელ ხრეითს გზის და ტრანსპორტირების პრობლემა მოუგვარდება.

მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობას ისიც განუცხადა, რომ სოფლიდან კონკრეტული ბიზნეს-პროექტების წამოსვლის შემთხვევაში, ის მათ აღნიშნული პროექტებისათვის დაფინანსების მოპოვებაში დაეხმარება, რაც მისი თქმით, სოფელში სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.

„ჭიათურის მაჟორიტარი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც შემოიკრებს ყველა ჭიათურელს, ჭიათურაში დაასრულებს პოლიტიკურ დაპირისპირებებს, იმუშავებს ხალხის საკეთილდღეოდ და იქნება ხალხთან, როდესაც ეს მათ დასჭირდებათ. ყველანაირად დაგიდგებით გვერდით. მე არ ვარ პოლიტიკოსი, რომ ტრაფარეტული დაპირებებით გესაუბროთ. მე და ჩემი გუნდი-ირაკლი ალასანია „თავისუფალი დემოკრატები“ გვპირდებით მას, რასაც აუცილებლად გაგიკეთებთ,“ - აღნიშნა თეიმურაზ გაფრინდაშვილმა.
http://www.picz.ge/img/s2/1608/27/9/94e2cfce7cd9.jpg


ნანახია: 2425-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ირაკლი ალასანია 'თავისუფალი დემოკრატების' ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეიმურაზ
ირაკლი ალასანია 'თავისუფალი დემოკრატების' ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეიმურაზ გაფრინდაშვილი წინასაარჩევნო
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა რგანის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
მეცამეტე რაიონებად წოდებული უბნები ჭიათურაში. დასახლებები, სადაც არ არის გზა, წყალი, ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და
თეიმურაზ გაფრინდაშვილმა სოფელ სვერში კარდაკარის პრინციპით მოსახლეობას საკუთარ სახლებში ესტუმრა და ის ინიციატივები გააცნო, რის
'თავისუფალი დემოკრატების' ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ჭიათურაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა.

ამინდი