Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

1-ლი იანვრიდან მაღალმთიანეთში მოსახლეობას ელექტროენერგიის ხარჯი 50%-ით აუნაზღაურდება

თარიღი : 27-08-2016, 11:48 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
მაღალმთიან დასახლებაში 2017 წლის 1 იანვრიდან მოსახლეობას ელექტროენერგიის ხარჯები აუნაზღაურდება.

შეღავათი გავრცელდება 1200 დასახლებულ პუნქტზე; დაახლოებით 65 000 ოჯახზე და გათვლილია არა უმეტეს 100 კვტ.სთ-ზე. ამისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოიყოფა 6 000 000 ლარამდე.

გარდა ელექტროენერგიისა გათვალისწინებულია შემდეგი შეღავათები:
• დაბადებულ პირველ და მეორე ბავშვზე 1 წლის განმავლობაში ყოველთვიურად გაიცემა 100 ლარი, მესამე და შემდგომ ბავშვზე 2 წლის განმავლობაში – 200 ლარი;
• სკოლებსა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს გაეზარდათ ვაუჩერი;
• მასწავლებლებს დაუწესდებათ სახელფასო დანამატი არანაკლებ 35%-ის ოდენობით (ამოქმედდება 2016 წლის 1 სექტემბრიდან);
• სპეციალური რეგიონული პროგრამების მონაწილე მასწავლებლებს დაუწესდებათ დამატებითი ანაზღაურება ხელფასის არანაკლებ 50%-ის ოდენობით (ამოქმედდება 2016 წლის 1 სექტემბრიდან);
• სახელმწიფო პენსიისა და სოციალური პაკეტის მიმღებ პირებს დაუწესდებათ 20%-იანი დანამატი (ამოქმედდება 2016 წლის 1 სექტემბრიდან);
• დაწესდება ყოველთვიური დანამატი ექიმებისთვის – პენსიის ორმაგი ოდენობით, ხოლო ექთნებისათვის – პენსიის ოდენობით (ამოქმედდება 2016 წლის 1 სექტემბრიდან);
• მოსახლეობა ზამთრის პერიოდში უზრუნველყოფილი იქნება გათბობით (ამოქმედდება 2016 წლის 1 სექტემბრიდან);
• მაღალმთიან დასახლებაში, კერძო სექტორში დასაქმებული პირი, კალენდარული წლის განმავლობაში 6000 ლარის ოდენობით მიღებულ შემოსავალზე, გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან;
• მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე მეწარმეები 10 წლის ვადით გათავისუფლდნენ ქონებისა და მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან;
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები ყველა ფიზიკური პირი გათავისუფლებულია მიწის გადასახადისგან.


ნანახია: 2192-ჯერ

მსგავსი სიახლეები
,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ მიღებული კანონი საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული მაღალმთიანი რეგიონების
ყოველწლიურად იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც საცხოვრებელ ადგილებს ტოვებენ და ქალაქში გადადიან საცხოვრებლად.
2016 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, ინდივიდუალური განაცხადის საფუძველზე მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი
საკრებულოსგან განსვავებით, გამგეობაში პრემია გაიცა, თუმცა სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით, მცირე ოდენობით.

ამინდი