ქუთაისის მერია ქუთაისელებს განსხვავებულ ზაფხულის საღამოებს ჰპირდება

"ზაფხულის საღამოები 2016"-ის ფარგლებში, ქუთაისში, 29აგვისტოს, 19:00 საათზე ვაჟა მანიასა და ბენდი ,,მუზეუმი“ -ს მონაწილეობით ნიკეას ქუჩაზე, სამხედრო დასახლების წინ მდებარე სკვერში კონცერტი გაიმართება, ხოლო სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე ბავშვებისთვის უფასო ატრაქციონები მოეწყობა.
"ზაფხულის საღამოები ჩვენი ქალაქის ტრადიციად იქცა. ამ ღონისძიების ერთ-ერთ მიზანს ქუთაისური მუსიკალური ჯგუფებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების ჩართვის გზით მათი პოპულარიზაციის ხელშეწყობა წარმოადგენს. წელს ქუთაისელებს სრულიად განსხვავებული რამ ელით! თუ აქამდე ყველა ღონისძიება ქალაქის ცენტრში იყო თავმოყრილი, წელს ზაფხულის საღამოების გეოგრაფია გაცილებით ფართოვდება და ჩვენი ქალაქის სხვადასხვა უბანს მოიცავს, თან ისეთ უბნებს სადაც მსგავსი ღონისძიებები ნაკლებად იმართება ხოლმე. გარდა ამისა წელს, ზაფხულის საღამოები მხოლოდ კონცერტებით არ შემოიფარგლება - ღონისძიებების დროს, ქალაქის სხვადასხვა უბანში მოეწყობა უფასო გასართობი ატრაქციონები ბავშვებისთვის," - ნათქვამია ქალაქის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"ზაფხულის საღამოები 2016"-ის ფარგლებში, სექტემბრის ბოლომდე სულ 5 კონცერტი გაიმართება.