'ცხოველთა დაცვის ასოციაცია' ქუთაისში 'ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარს' დაწესებულების დათვალიერებაში ხელის შეშლაში ადანაშაულებს
თარიღი : 26-08-2016, 13:39 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

"ცხოველთა დაცვის ასოციაციაში" ქუთაისის "ცხოველთა მუნიციპალური" თავშესაფრის მხრიდან მონიტორინგის წარმოებაში ხელშემშლელ ფაქტორებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ დაწესებულებაში ორგანიზაციის წარმომადგენლებს შესვლისა და მოვალეობის შესრულების საშუალება არ მისცეს.
„ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში მონიტორინგისთვის მივედით, რაც ჩვენი მოვალეობაა. გვითხრეს, რომ საშვი უნდა აგვეღო, რომელიც სხვა ობიექტზე იყო. ეს არც ერთ თავშესაფარში ხდება. ამასთანავე, გვითხრეს, რომ საშვი შენობის მხოლოდ ერთჯერადად დათვალიერების საშუალებას გვაძლევდა და არა მონიტორინგის. ამ შემთხვევაში კი ელ-ფოსტა უნდა გაგვეგზავნა, რომლის პასუხიც 3 დღეში იქნებოდა. თუ კი ეცოდინებათ როდის მივა ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია მონიტორინგზე, ეს უკვე მონიტორინგი აღარ იქნება,“-აცხადებს "ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის" წარმომადგენელი თემურ ლაჭყებიანი.
ლაჭყებიანი იმასაც ამბობს, რომ თავშესაფრის ხელმძღვანელი თამაზ დეისაძე დაწესებულების ინტერესებს ოჯახის ინტერესებს არგებს, რასაც გაფორმებული ხელშეკრულებებიც ადასტურებს.
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge თავშესაფარს დაუკავშირდა სადაც გვითხრეს, რომ უახლოეს პერიოდში მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას გაავრცელებენ.
ხატია ბანძელაძე