ვოკალური მუსიკის კონცერტი წერეთლის უნივერსიტეტში
თარიღი : 14-11-2013, 20:11 | კატეგორია: საზოგადოება

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა თბილისის ვოკალური მუსიკის კონცერტს უმასპინძლა. კონცერტს თბილისის ოპერების საკონცერტო კათედრის გამგე და ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი გოგი ჭიჭინაძე უძღვებოდა, ხოლო ღონისძიებაში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მომღერლები და კონცერტმაისტერესები მონაწილეობდნენ.
"კონცერტი, რომელზეც შესრულდა არიები და დუეტები მოცარტის, როსინის, დონიცეტის, ვერდისა და მასნეს ოპერებიდან, სტუდენტებს მიეძღვნა. ხვალ ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება ,,ფიგაროს ქორწინება“. დღეს კი ჩვენს წარმატებულ სტუდენტებთან ერთად გადავწყვიტეთ აკაკი წერეთლის უნივერსიტეტისათვის მოგვეწონებინა თავი,“-აცხადებს გოგი ჭიჭინაძე.
თიკა გურგენიძე