Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თერჯოლის გამგებელმა ბავშვთა დღის ცენტრს კომპიუტერები გადასცა

თარიღი : 25-08-2016, 13:13 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე თერჯოლის მე-3 ბაღის შენობაში განთავსებულ ქუთაისის „განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის“ თერჯოლის შშმ ბავშთა დღის ცენტრ „საპოვნელას“ ეწვია და საჩუქრად კომპიუტერული მოწყობილებები გადასცა. 

როგორც მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, პედაგოგები და ბავშვები გაივლიან სპეციალური გადამზადების კურსებს, ბავშვები შეისწავლიან ადაპტირებულ სამომხმარებლო პროგრამებს, რაც მათ ახალი უნარების გამომუშავებასა და მომავალში დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადებას შეუწყობს ხელს. მათივე თქმით, აღნიშნული პროგრამები სრულად ასახავენ ბავშვის განვითარების ინდივიდუალური გეგმების შედგენისა და განხორციელების პროცესს, რაც ხელს შეუწყობს ბენეფიციართა სოციალური, შემეცნებითი და აკადემიური უნარების განვითარებას ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით. პედაგოგები სპეციალური პროგრამების პარალელურად დაეუფლებიან საოფისე პროგრამებს.

საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების კურსის დანერგვასა და პროგრამების ადაპტირებას თერჯოლის შშმ ბავშვთა დღის ცენტრში ,,საპოვნელა’’უზრუნველყოფს ქუთაისის „განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ ფინანსური მხარდაჭერით.

როგორც გამგეობაში აცხადებენ, დღის ცენტრის კომპიუტერული საშუალებებით აღჭურვა თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის სუბსიდირების მუხლიდან გახდა შესაძლებელი.

http://www.picz.ge/img/s2/1608/25/9/96e0653c3283.jpg


ნანახია: 1438-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დღის ცენტრის ადმინისტრაციამ დიდი მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას და პირადად თეიმურაზ ჯაფარიძეს მხარდაჭერისათვის.
მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა ბენეფიციართა ნამუშევრები დაათვალიერა, ხელმძღვანელებთან დღის ცენტრების პრობლემებსა და საჭიროებებზე
გამგებელმა ბენეფიციარებს სავარძელ-ეტლები, კომპიუტერული და საოფისე ტექნიკის, ბიბლიოთეკის, თერაპიული და შრომითი აქტივობებისათვის
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობა გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
საბინაო სამსახურის უფროსმა მეზრაპრის ქუდი და მანტია მოირგო და დღის ცენტრის აღსაზრდელებს ზღაპარი სამი გოჭის ამბავი წაუკითხა.
23 სექტემბერს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს

ამინდი