Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"მაჟორიტარობის შემთხვევაში პარლამენტში ჯდომას და ამომრჩევლისგან დამალვას არ ვაპირებ"

თარიღი : 24-08-2016, 19:54 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები   
topnews.com.ge
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ირაკლი ალასანია-„თავისუფალი დემოკრატების“ ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეიმურაზ გაფრინდაშვილი ჭიათურის სოფელ მანდაეთის მოსახლეობას შეხვდა.

ადგილობრივებისა და მაჟორიტარობის კანდიდატის საუბრის თემას ძირითადად სოფლის პრობლემები წარმოადგენდა. თეიმურაზ გაფრინდაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს განუმარტა, რომ მისთვის ცნობილია სოფელ მანდაეთის პრობლემები და სურვილი აქვს, რომ აღნიშნულ პრობლემებზე მათთან ერთად იმსჯელოს.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ სოფელში ინფრასტრუქტურული პროექტები უხარისხოდ ვრცელდება. მათივე თქმით, ცენტრალური გზის რეაბილიტირებულ მონაკვეთს უხარისხოდ წარმოებული სამუშაოების გამო, ყოველ წელიწადს კვლავ რეაბილიტაცია უტარდება. გარდა ამისა, მოსახლეობა სოციალური შემწეობის მიმღები პირებისათვის აღნიშნული შემწეობის გაუქმებაზე საუბრობს. ადგილობრივებისათვის პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ტყიდან ზამთარში გასათბობად საჭირო შეშის გამოტანას ვერ ახერხებენ. ყველაზე დიდ პრობლემად კი მოსახლეობა ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობას ასახელებს.

თეიმურაზ გაფრინდაშვილმა სოფელ მანდაეთის მოსახლეობას განუმარტა, რომ მაჟორიტარობის შემთხვევაში პარლამენტში ჯდომას და საკუთარი ამომრჩევლისგან დამალვას არ აპირებს.

„მაჟორიტარი უნდა იყოს ორიენტირებული საქმის კეთებაზე. მეწარმე კაცი ვარ და კარგად მესმის საქმის კეთება. ასევე, კარგად ვიცი ჭიათურის თითოეული სოფლის პრობლემა. მოვედი თქვენთან, რომ ერთად ვიმსჯელოთ ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე, ერთად ვიპოვოთ გამოსავალი, რადგან მე არ მოვდივარ პოლიტიკაში საპაექროდ. პოლიტიკას და პარლამენტის წევრობას კეთილი საქმის კეთებისა და ჭიათურის თითოეულ მოქალაქეზე ზრუნვის საშუალებად განვიხილავ. მინდა ვიყო ჭიათურის არჩევანი, ერთად ვიშრომოთ და ერთად ვაკეთოთ საქმე, რომელიც ჭიათურის თითოეულ მოქალაქეს კეთილდღეობას მოუტანს,” - განაცხადა თეიმურაზ გაფრინდაშვილმა.



ნანახია: 1875-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ირაკლი ალასანია 'თავისუფალი დემოკრატების' ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეიმურაზ გაფრინდაშვილი წინასაარჩევნო
ადგილობრივებმა თეიმურაზ გაფრინდაშვილს სოფლის პრობლემების შესახებ ესაუბრნენ.
გაფრინდაშვილმა სპეციალური განცხადება გააკეთა, სადაც პარტიის ლიდერის, ირაკლი ალასანიას პოლიტიკიდან წასვლის ფაქტი შეაფასა.
თეიმურაზ გაფრინდაშვილი თვლის, რომ ამგვარად მას, როგორც ძლიერ კანდიდატს ებრძვიან.
თეიმურაზ გაფრინდაშვილმა სოფელ სვერში კარდაკარის პრინციპით მოსახლეობას საკუთარ სახლებში ესტუმრა და ის ინიციატივები გააცნო, რის
'ვრჩები საარჩევნო რეჟიმში და ვაგრძელებ აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას. მე და ჩემს მხარდამჭერებს ჭორები ვერ შეგვაშინებს,' -

ამინდი