Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ქართული ოცნების' მაჟორიტარობის კანდიდატი პაატა მხეიძე ამომრჩევლებს შეხვდა

თარიღი : 24-08-2016, 17:14 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
„ქართული ოცნება-დემოკრატული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პაატა მხეიძემ ამომრჩევლებთან შეხვედრები დაიწყო.

პაატა მხეიძე საკუთარ ელექტორატს, რუსთავის 29-ე საარჩევნო ოლქის ამომრჩეველს, რუსთავის პარკში შეხვდა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროექტები შეაჯამა. ამასთან, მოსახლეობას პარტიის სამომავლო გეგმები გააცნო და მათი პრობლემები მოისმინა.

პაატა მხეიძემ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომ ეს იყო ეროვნული ბრძოლა ტოტალური უსამართლობიდან გასათავისუფლებლად.

„სწორედ თქვენ დააყენეთ თქვენი ოჯახები უდიდესი საფრთხის ქვეშ მაშინ, როდესაც შეხვედით უთანასწორო ბრძოლაში ძალადობასა და ადამიანთა სისხლზე აშენებულ რეჟიმთან. თქვენ იცავდით და იცავთ "ქართული ოცნების" ხმებს და ეს პრინციპულობა დღესაც და მომავალშიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას," -განაცხადა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა პაატა მხეიძემ.

პაატა მხეიძესთან ერთად რუსთავის პარკში ასევე იმყოფებოდა რუსთავის 30-ე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ბეგაძე.


R


ნანახია: 1880-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მეწარმეებს შეხვდნენ.
„ქართული ოცნება-დემოკრატული საქართველოს“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საჩხერის მოსახლეობას მაჟორიტარობის
'ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს' უქიმერიონის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ამირან კოპალეიშვილი ამომრჩეველთან კარდკარის
'ქართული ოცნების' მერობის კანდიდატი რუსთაველისა და კოსტავას ქუჩის ამომრჩევლებს შეხვდა.
ჭიათურის მერობის კანდიდატი პაატა ნადირაძე წინასაარჩევნო შეხვედრების ფარგლებში, ჭავჭავაძის ქუჩის ამომრჩევლებს შეხვდა.
ბლოკ 'პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის' ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი 48–ე ოლქში თემურ ცამციშვილი ჭომაში დევნილების

ამინდი