ტურისტული ლოგოსა და სლოგანის კონკურსი ქუთაისში მესამედ გამოცხადდა
თარიღი : 24-08-2016, 14:39 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის მუნიციპალიტეტმა ქალაქის ტურისტული ლოგოსა და სლოგანის შესარჩევი კონკურსი მესამედ გამოაცხადა.
კონკურსში მონაწილეობის მიღება 18 წელს გადაცილებულ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. საუკეთესო ლოგოს დიზაინისთვის 5 000, ხოლო სლოგანისთვის 1000 ლარია დაწესებული. ლოგოს საფასური წინა კონკურსთან შედარებით 3 000-ით, ხოლო სლოგანისთვის 100 ლარით მეტია.
ქუთაისის ეკონომიკური სამსახურის უფროსის პაატა კლდიაშვილის განცხადებით, ახალი ლოგო და სლოგანი ქალაქის საინფორმაციო ცენტრზე განთავსდება.
„აღნიშნული პროექტი შეცვლილი პირობებით გამოცხადდა. მნიშვნელოვნად გაიზარდა ჰონორარი გამარჯვებულისთვის. ჩვენი მიზანია კონკურსის შესახებ ინფორმაცია ბევრმა ადამიანმა ნახოს და მაქსიმალურად გაავრცელოს. კონკურსში გამარჯვებული ლოგო და სლოგანი ახალ ტურისტულ სააგენტოზე განთავსდება“-განაცხადა კლდიაშვილმა.
კონკურსში გამარჯვებულს საკონკურსო კომისია შეარჩევს. სლოგანებისა და ლოგოების მიღების ბოლო ვადა კი 19 სექტემბერია.