Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'თეთნულდის' რამდენიმეთვიან მოთხოვნას მერია 2017 წელს განიხილავს

თარიღი : 23-08-2016, 15:56 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხელოვნური კედლის გაკეთების მოთხოვნით ქალაქის მერიას მთასვლელთა და მოგზაურთა კლუბმა „თეთნულდმა“ რამდენიმე თვის წინ მიმართა. როგორც კლუბის ერთ-ერთი წევრი გიგა შუბითიძე აღნიშნავს, განცხადებას, რომელშიც ისინი კლუბის მიერ შერჩეულ კედლის სავარაუდო ადგილმდებარეობის შესახებ საუბრობენ  რეაგირება ჯერაც არ მოჰყოლია.

„ხელოვნური კედლის გაკეთების მოთხოვნით ქალაქის მერიას მაისში მივმართეთ. რამდენიმე კვირაში მოგვივიდა პასუხი, რომ კედლის გასაკეთებლად ადგილი არ არსებობს. ამის შემდგომ „თეთნულდმა“ მერიას კედლის გასაკეთებელი ადგილი ახალგაზრდული დეპარტამენტის ბოლო სართულზე შესთავაზა. სართული ამჟამად მოუვლელია და არც არავინ იყენებს, თუმცა ამ შეთავაზებაზე პასუხი ჯერაც არ მიგვიღია,“ განაცხადა შუბითიძემ.
 
ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ 2016 წლის ბიუჯეტში კედლის ასაშენებელი თანხა გამოყოფილი არ იყო. საარჩევნო წელთან დაკავშირებით კი ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა არ შეიძლება. მათივე თქმით, კედლის ამბავს  მომავალი წლის ბიუჯეტისთვის განიხილავენ. 

ცნობისთვის, მთასვლელთა და მოგზაურთა კლუბმა „თეთნულდმა“ განცხადების გაგზავნამდე კედლის მშენებლობის მოთხოვნით პეტიცია გააკეთა, რომელშიც საჭირო ხმების სრული რაოდენობა შეაგროვა.

ხატია ბანძელაძე





ნანახია: 2020-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რამდენიმე წელია, რაც ქუთაისში, მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბი "თეთნულდი" ხელოვნური საცოცი კედლის მოწყობას ითხოვს.
აღმოჩენა სავარაუდოდ მე-14 ან მე-16 საუკუნეს ეკუთვნის.
ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ დღეს ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
ჩამოიშალა კედლის ფასადი, რომელიც მანქანას დაეცა და ავტომანქანა დაჩეხა.

ამინდი