Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გიორგი მღებრიშვილმა ჭიათურაში რეაბილიტირებული სახანძრო-სამაშველო შენობა გახსნა

თარიღი : 23-08-2016, 12:23 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ჭიათურის სახანძრო-სამაშველო განყოფილების განახლებული შენობა გახსნა.

ღონისძიებას შს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი და ჭიათურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ორსართულიანი შენობა უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით არის აღჭურვილი.

გიორგი მღებრიშვილმა, სტუმრებთან ერთად, რეაბილიტირებული შენობა, სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, მეხანძრე-მაშველების სრული აღჭურვილობა და განახლებული ავტოფარეხი დაათვალიერა, მეხანძრე-მაშველებს გაესაუბრა და ახალ სამუშაო გარემოში წარმატებები უსურვა.

აღსანიშნავია, რომ ჭიათურის განახლებულ სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში 57 თანამშრომელი იმუშავებს.

”შინაგან საქმეთა სამინისტრო, თანამშრომლებისთვის უკეთესი სამუშაო პირობების შესაქმნელად, მთელი საქართველოს მასშტაბით, სახანძრო-სამაშველო შენობების რეაბილიტაციასა და მშენებლობას ახორციელებს. მიმდინარე წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე შენობის აშენება და ძველი ნაგებობების რეაბილიტაცია იგეგმება.

აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მეხანძრე-მაშველთა ყოველდღიურ სამუშაო პირობებსა და საგანგებო სიტუაციების დროს მათი რეაგირების ხარისხს”, - აცხადებენ სამინისტროში.


ნანახია: 1039-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღნიშნულის შესახებ იმერეთის ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან აცნობეს.
როგორც სამსახურის პრესცენტრში აცხადებენ, მას შემდეგ რაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დამოუკიდებელი გახდა, შეიმუშავეს
მეხანძრე-მაშველების სწრაფი რეაგირების შედეგად, საცხოვრებელ სახლში ხანძარი დროულად იქნა ლიკვიდირებული.
აღნიშნული სამსახურები შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილ რეგიონალურ სამმართველოში გაერთიანდება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა შალვა ხუციშვილმა რეგიონების სახანძრო-სამაშველო ძალების
ღონისძიებას იმერეთის გუბერნატორი, საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებისა და საკრებულოების ხელმძღვანელები დაესწრნენ.

ამინდი