Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თემურ ცამციშვილი ქუთაისის მერიას კერძო მესაკუთრის გაფრთხილებისაკენ მოუწოდებს

თარიღი : 22-08-2016, 17:28 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
„ფალიაშვილის 11 ნომერში მდებარე შენობიდან საკმაოდ დიდი ფრაგმენტი ჩამოვარდა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. კიდევ ერთხელ ვთხოვ მერიას, დროულად მოახდინოს რეაგირება,“ -განცხადებას ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“-ს ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი სოციალურ ქსელში ავარიული შენობის ფოტოებთან ერთად აქვეყნებს. 

როგორც ცამციშვილი განმარტავს, მან ქუთაისის მერიას შენობის მესაკუთრის გაფრთხილებისკენ რამდენიმე თვის წინ მოუწოდა, რათა არსებული მდგომარეობა გამოსწორებულიყო.

"მერიას საკითხზე სამი თვის წინ მივმართე. ჩემი ინფორმაციით, შენობა წარმოადგენს კერძო საკუთრებას და წლებია ასეთ მდგომარეობაშია. მერია ვალდებულია, მოსთხოვოს მესაკუთრეს რომ შენობას მიხედოს მაშინ, როცა ხალხის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება,“-განაცხადა ცამციშვილმა. 

აღნიშნულთან დაკავშირებით ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ შენობა შპს „შიტრიტ“ ჯგუფს ეკუთვნის. თვითმმართველობაში კერძო მესაკუთრეს შენობის რესტავრაციისკენ მოუწოდებენ.

ცნობისთვის, ფალიაშვილის 11 ნომერში მდებარე შენობა რამდენიმე წელია ავარიულ მდგომარეობაში იმყოფება.


ხატია ბანძელაძე


ნანახია: 1856-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ფალიაშვილის 11 ნომერში მდებარე შენობა წლებია, რაც ავარიულ მდგომარეობაშია.
'გირჩი' ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში ე.წ. ნაგავსაყრელის არსებობას აპროტესტებს.
შპს–ს შენობის რესტავრაციისთვის განკუთვნილი ვადები არ გააჩნია.
ამის შესახებ ინფორმაციას 'გირჩის' ქუთაისის ოფისი ავრცელებს.
ქუთაისში, ტაბიძის ნომერ 2-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დემონტაჟი მიმდინარეობს.
თემურ ცამციშვილი ქუთაისის მერს, შოთა მურღულიას პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს.