Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"დილის 5 საათზე სამი ცხედარი შემოასვენეს სოფელში"

თარიღი : 22-08-2016, 15:09 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
საგანგაშო რეალობაა, ავტოავარიას ისევ ეწირებიან სიცოცხლით სავსე ახალგაზრდები. ამჯერად ტრაგედია სამტრედიის გზაზე, სოფელ დაფნართან მოხდა - ტრაილერს BMW-ს მარკის ავტომანქანა შეეჯახა, იმდენად ძლიერად, რომ დაიღუპნენ BMW-ში მსხდომი ბიძაშვილები, ზაურ, შალვა და გიგი კაცაძეები. ავარიის მიზეზად, გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.

28 წლის შაკო და 20 წლის ზაურ კაცაძეები ვანის რაიონის სოფელ შუამთაში, ერთ ეზოში ცხოვრობდნენ. გიგი კაცაძის სახლიც იმავე ქუჩაზეა. ის თბილისში ცხოვრობდა და ხშირად ჩადიოდა სოფელში. იმ საბედისწერო დღეს ბიჭები სამტრედიიდან სოფელში ბრუნდებოდნენ. მანქანა ზაურის იყო, სავარაუდოდ, საჭესთან სწორედ ის იჯდა.

შორენა ოჩხიკიძე, ზაურ კაცაძის კლასის დამრიგებელი: - ზაურს ცეკვა უყვარდა და სკოლის ბანკეტზე მითხრა, იმდენი უნდა ვიცეკვო, თავი უნდა დაგამახსოვროთო. ერთ ეზოში ცხოვრობდნენ ბიჭები. შაკო ჩვენი ტაძრის სტიქაროსანი იყო, ჯგუფ "არგოს" მომღერალი. გიგი მშობლებთან ერთად თბილისში ცხოვრობდა. ერთ ეზოში ესვენა ორი ცხედარი, საშინელება იყო. იმ უბანში რამდენიმე თვის წინ კიდევ ერთი ბიჭი დაიღუპა ავარიით, ახლა ეს საშინელება.
ერთი ვერსიით, მანქანის საჭეს შეექმნა პრობლემა, იმასაც ამბობენ, იმ ადგილას ასფალტის საფარი ამობურცულია და ეტყობა, ვერ დაიმორჩილა მძღოლმა მანქანაო.

მიზეზი დადგინდება, მაგრამ მათ აღარაფერი ეშველებათ. ერთად მივაბარეთ მიწას ეს ლამაზი ვაჟკაცები, ტობანიერში დავკრძალეთ, გიგი კი თბილისში.

kvirispalitra.ge


ნანახია: 3202-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საგანგაშო რეალობაა, ავტოავარიას ისევ ეწირებიან სიცოცხლით სავსე ახალგაზრდები.
დაფნარის გზაზე მომხდარი საზარელი ავარიის დეტალები.
ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.
"არ არსებობს სიტყვა, რომელიც მათ გამწარებულ დედებს ანუგეშებს".
ის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეში ცხოვრობდა.
'ევროპული საქართველოს' წევრები სოფელ საწულუკიძეოში მოსახლეობას შეხვდნენ.

ამინდი