Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ექსპერტიზის შემდეგ გადავწყვეტთ რა იქნება ცხედრის ამოსვენება თუ პოლიციელის ლინჩის წესით გასამართლება"

თარიღი : 22-08-2016, 11:35 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში გარდაცვლილი 22 წლის დემურ სტურუას ექსპერტიზის პასუხი დღეს გახდება ცნობილი. ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს გარდაცვლილის მიერ დატოვებული წერილის ავთენტურობა და გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებულ რიგ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს.

როგორც იმერეთის ახალი ამბების სააგენტოს topnews.com.ge-ს გარდაცვლილის ბიცოლამ დარიკო ჯაშმა განუცხადა, ექსპერტიზის პასუხის შემდეგ ოჯახი ახალ სამოქმედო გეგმას შეადგენს.

"ექსპერტიზის შემდეგ გადავწყვეტთ რას ვიზამთ. ეს იქნება აქციები, ცხედრის ამოსვენება და თუ წერილში ნახსენები პოლიციელის ლინჩის წესით გასამართლება,"-ამბობს დარიკო ჯაში.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის დემურ სტურუამ მიმდინარე წლის 7 აგვისტოს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სტურუამ გარდაცვალებამდე წერილი დატოვა, რომელშიც თვითმკვლელობამდე მიყვანაში სამტრედიის რაიონული პოლიციის თანამშრომელს გოდერძი თევზაძეს ადანაშაულებდა.


ნანახია: 2351-ჯერ

მსგავსი სიახლეები
22 წლის დემურ სტურუას დედის თქმით, ექსპერტიზის პასუხები 23 აგვისტოს უნდა ყოფილიყო ცნობილი, თუმცა ოჯახისთვის გაუგებარი მიზეზით,
ამ განცხადებას ბრალდებული პოლიციელის ადვოკატი აკეთებს.
სამტრედიაში, რაიონულ პოლიციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
22 წლის დემურ სტურუას გარდაცვალების საქმეზე ექსეპრტიზის პასუხი ცნობილია.
სამტერდიის რაიონულ პროკურატურაში, გარდაცვლილი დემურ სტურუას ოჯახის წევრების დაკითხვა მიმდინარეობს.
სამტრედიის სოფელ დაფნარში გარდაცვლილი 22 წლის ახალგაზრდის, დემურ სტურუას დედა ნონა ჯოჯუა ახლობლების მხრიდან დაშინებაზე საუბრობს.

ამინდი