Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"თავისუფალ საქართველოს" ქუთაისის სასამართლოში მერიის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს

თარიღი : 14-11-2013, 12:33 | კატეგორია: სამართალი   
topnews.com.ge
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ქალაქის მერიის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს. წულაიას თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში პარტიამ მერიიდან რამდენიმე საჯარო ინფორმაცია მოითხოვა, თუმცა მათ პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.
„ქუთაისის მერიაში ისევ რჩებიან სულით „ნაციონალები“, რომლებსაც არ სურთ საჯარო ინფორმაცია გასცენ. არ აქვს მნიშვნელობა ძველი „ნაციონალი“ „მეოცნებე“ გახდება თუ „პატრიოტი,“ ისინი მიჩვეულები არიან, რომ ინფორმაცია უნდა დაბლოკონ და დღის სინათლე არ უნდა აღირსონ. ეს დღეები კიდევ დაველოდები. თუ ასე გაგრძელდა, სასამართლოში ვუჩივლებ და სასამართლოს ნებით ამოვიღებ საჯარო ინფორმაციას,“- განაცხადა გოგი წულაიამ.


ნანახია: 2102-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დაპირისპირება ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიასა და ქუთაისის მერიას შორის.
წუალაია:-"სამჯერ გამოვითხოვე ინფორმაცია და არ მომცეს"
„თავისუფალი საქართველო“-ს იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარეს გოგი წულაიას ქუთაისის მერიაში პასუხობენ.
წულაიას ბრალდებებთან დაკავშირებით ქუთაისის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.