Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დამოუკიდებლობის ისტორიაში საქართველომ ოლიმპიადაზე ყველაზე მეტი მედალი აიღო

თარიღი : 21-08-2016, 12:34 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს დელეგაციას, რიოს 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ამ დროისათვის 7 მედალი, 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული.

მედლების ხარისხით საუკეთესო შედეგი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩვენს ოლიმპიელებს 2008 წელს ჰქონდათ, როდესაც მათ 3 ოქროსა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. 2008 წლის პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლების მოპოვება ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მანუჩარ კვირკველიამ, ძიუდოისტმა ირაკლი ცირეკიძემ და თავისუფალი სტილით მოჭიდავე რევაზ მინდორაშვილმა შეძლეს. ბრინჯაოს მედლები კი ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძის და თავისუფალი სტილით მოჭიდავეების ოთარ თუშიშვილისა და გიორგი გოგშელიძის ანგარიშზეა.

ცნობისთვის, საქართველოს დელეგაციას ამ დროისთვის 7 მედალი, 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლები აქვს მოპოვებული. ოქროს მედლები ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ და თავისუფალი სტილით მოჭიდავე ლადო ხინჩეგაშვილმა მოიპოვეს, ვერცხლის მედლის მფლობელი კი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი გახდა. ბრინჯაოს მედლები ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა, ბერნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძემ, ძალოსანმა ირაკლი თურმანიძემ და თავისუფალი სტილით მოჭიდავემ, გენო პეტრიაშვილმა მოიპოვეს.

ამ დროისთვის საქართველოს დელეგაცია მედლების რაოდენობითა და ხარისხით 35-ე ადგილს იკავებს.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, ოლიმპიური თამაშების ბოლო დღეს, კიდევ 3 ქართველი ოლიმპიელი, მძლეოსანი დავით ხარაზიშვილი და თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ელიზბარ ოდიკაძე და ზურაბ იაკობაშვილი იასპარეზებს.

ipress.ge


ნანახია: 3502-ჯერ

მსგავსი სიახლეები
28 თებერვალს სოფიაში დასრულდა პეტკო სირაკოვის და ივან ილიევის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ჭიდაობის სამივე დისციპლინაში
თბილისში, ფარიკაობაში იუნორთა შორის საქართველოს პირველობა ჩატარდა.
ამას საქართველოს მთავრობის 21 ივლისის სხდომაზე მიღებული დადგენილება ითვალისწინებს. ამავე დადგენილების მიხედვით, ვერცხლის

ამინდი