Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თაფლის სასარგებლო თვისებები და თაფლის შეძენისას გასათვალისწინებელი რჩევები

თარიღი : 20-08-2016, 17:31 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, რეკლამა   
topnews.com.ge

თაფლი იმ პროდუქტებს მიეკუთვნება, რომელიც ადამიანის ორგანიზმისა და ჯანმრთელობისათვის სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა. მაგალითად, ნატურალური თაფლი აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, ახდენს ბაქტერიოციდულ, ანთების საწინააღმდეგო და მატონიზებელ მოქმედებას, აჩქარებს ქსოვილების აღდგენას, აწესრიგებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, ასტიმულირებს შინაგანი ორგანოებისა და იმუნური სისტემის მუშაობას. ხანგრძლივი დროის განმავლობაში თაფლი იხმარებოდა როგორც ჩვეულებრივი ტკბილი საკვები. მხოლოდ მას შემდეგ, რაც გავრცელდა უფრო იაფი შაქარი, თაფლი გახდა სამკურნალო პროდუქტი.


თაფლში შემავალ ნივთიერებებს გააჩნია ძლიერი ანთების საწინააღმდეგო, ობის საწინააღმდეგო და ბაქტერიოციდური თვისებები, ანუ თაფლი ანადგურებს დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმებს და აფერხებს მათ გამრავლებას.

დიდი სამამულო ომის დროს თაფლი გამოიყენებოდა როგორც გარეგანი საშუალება ჭრილობების შესახორცებლად, კანის ჩირქოვანი დაავადებების და ფურუნკულების სამკურნალოდ.

თაფლის ბიოგენური სტიმულატორები ამაღლებენ ორგანიზმის ცხოველქმედებას. თაფლის მიღებისას მატულობს ორგანიზმის დაავადებების მიმართ წინააღმდეგობის უნარი, ძლიერდება გულ-სისხლძარღვთა სისტემა, კლებულობს კუჭის წვენის სიმჟავიანობა.

თაფლს გააჩნია ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.

თაფლი აუმჯობესებს ნერვული უჯრედების კვებას და აძლიერებს მათ ფუნქციონირებას, ააქტიურებს ჟანგვით პროცესებს.

თაფლის, მავნე ნივთიერებების გამანეიტრალებელი მოქმედების შედეგადუმჯობესდება ძილი, კლებულობს გაღიზიანება, მატულობს შრომისუნარიანობა.

თაფლის მიღება ხელს უწყობს ჰემოგლობენის მომატებას, ამიტომ განსაკუთრებით სასარგებლოა ანემიების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და ავადმყოფობის შედეგად ორგანიზმის დასუსტებისას.

აღწერილია თაფლის დამამშვიდებელი მოქმედება ფსიქიური დარღვევებისას.

თაფლი არბილებს ლორწოვან გარსებს და ამიტომ რეკომენდირებულია ხველებისას.

არსებობს აზრი, რომ დღის განმავლობაში თაფლის მიღება იწვევს ოფლიანობას, თუმცა ეს მოსაზრება არ დასტურდება. თაფლი მართლაც აძლიერებს ოფლის გამოყოფას მხოლოდ ცხელ ჩაისთან ან რძესთან ერთად ავადმყოფობის დროს. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი სიცხის დამწევი წამალი ოფლის გამოყოფის და სიცხის დამწევ ეფექტს ახდენს მხოლოდ ავადმყოფობის დროს და არ ამჟღავნებს მსგავს ეფექტს სხეულის ნორმალური ტემპერატურისას.

თაფლის ფართოდ გამოყენება სასურველია ჯანმრთელობის შენარჩუნების, დაავადებების პროფილაქტიკის და სიცოცხლის გახანგრძლივების მიზნით. კლინიკური დაკვირვებებით დადასტურდა, რომ თაფლის სისტემატური მიღება არა მხოლოდ არ სწევს შაქრის დონეს სისხლში, არამედ, აღინიშნება მისი დაწევის ტენდენცია. ამის მიუხედავად, დიაბეტით დაავადებულთათვის თაფლის მიღება შესაძლებელია მხოლოდ მკაცრი კონტროლის ქვეშ, მკურნალ ექიმთან შეთანხმებით. ასაკობრივი ცვლილებების პროფილაქტიკისათვის მნიშვნელოვანია თაფლისზემოქმედება ლიპიდურ (ცხიმოვან) ცვლაზე. ყოველდღიურად 150გრ. თაფლის მიღებისას სისხლის შრატში მცირდება ქოლესტერინის დონე.

იმისათვის, რომ თაფლის მიღებამ ზემოთჩამოთვლილი დადებითი შედეგი მოიტანოს, მისი შეძენისას აუცილებელია რამდენიმე რჩევის გათვალისწინება:

— ეცადეთ თაფლი შეიძინოთ უშუალოდ მეფუტკრისაგან ან თაფლის მომწოდებლისაგან, რომლებიც უფრთხილდებიან საკუთარ ან ფირმის სახელს და არ დაუშვებენ უხარისხო პროდუქტის შემოთავაზებას.

— საეჭვოდ უნდა მიიჩნიოთ მძაფრი არომატი, რომლითაც თაფლს გაწონებთ გამყიდველი და ამ დროს, იგი, როგორც წესი სინთეთიკური არომატიზატორებით მიღწეული შედეგია.

— იცოდეთ, რომ ზაფხულში ნაყიდი ახალი თაფლი თხევადი უნდა იყოს, ხოლო გვიან შემოდგომით ან ზამთარში ყიდვისას, ხარისხიანი თაფლიდაკრისტალებული იქნება (გარდა წაბლისა და თეთრი აკაციის)

— ფიჭიანი თაფლის ყიდვისას ნამდვილად გეცოდინებათ, რომ თაფლი ფუტკრის მიერ არის დამზადებული, თუმცა ამ შემთხვევაში არ ხართ დაზღვეული იმისაგან, რომ თაფლი, ფუტკრის მიერ შაქრის სიროპის გადამუშავებით არ არის დამზადებული.

— 1 ლიტრი თაფლის წონა 1,4-1,5 კგ-ს უდრის (სხვაობა დამოკიდებულია თაფლის შემადგენლობაზე ანუ მის სიმკვრივეზე). 3-ლიტრიან ქილაში თაფლის წონა დაახლოვებით 4,5 კილოგრამია.

ნატურალური (აკაციისა და წაბლის) თაფლის შეძენის მსურველებმა შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ტელეფონზე: 555 19 10 94 და შეიძინოთ ხარისხიანი თაფლი უშუალოდ მეფუტკრისგან. ჩვენ პასუხს ვაგებთ ჩვენი პროდუქტის ხარისხზე!


ნანახია: 2733-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, ქართული წარმოების თაფლი ევროპის ბაზარზე ვერ ხვდება.
კოოპერატივში, სადაც 64 ადგილობრივია დასაქმებული, თაფლს და თაფლის პროდუქტებს აწარმოებენ.
ინგრედიენტები: 14 კვერცხი 3 ჭიქა შაქარი 2 სუფრის კოვზი თაფლი 4 კოვზი ყავა

ამინდი