Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პირიდან უსიამოვნო სუნის მიზეზები და მასთან ბრძოლის მეთოდები

თარიღი : 20-08-2016, 16:26 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა   
topnews.com.ge
კაცობრიობამ პირიდან უსიამოვნო სუნთან ბრძოლის უამრავი მეთოდი გამოიგონა. ბრძოლის #1 თანამედროვე მეთოდი, კბილების რეგულარული წმენდაა, თუმცა პირის ღრუს ჰიგიენის სფეროში უკანასკნელმა კვლევებმა აჩვენა, რომ მხოლოდ ეს პროცედურა საკმარისი არაა.

არ გამოტოვოთ საუზმე


საუზმე კვების რეჟიმის მნიშვნელოვანი მომენტია. იგი ორგანიზმს აძლევს ენერგიის ყველაზე დიდ პორციას. პირველი ტრაპეზი ასევე დაკავშირებულია სუნთქვის სიჯანსაღესთან. გამოტოვებული საუზმე იწვევს პირის ღრუში ნერწყვის უკმარისობას, რის გამოც ლორწოვანი შრება და უსიამოვნო სუნიც ვითარდება.

ყავა არა მარტო კბილებისთვისაა მავნებელი


ეს მატონიზირებელი სასმელი კბილებზე ყვითელი ნადების გაჩენის ერთ-ერთი მიზეზია, რასაც უსიამოვნო სუნიც ემატება. ყავაც იწვევს ნერწყვის ნორმალური სეკრეციის დარღვევას.

პირის ღრუს მიკროფლორა


შეიძლება წარმოუდგენელი იყოს, მაგრამ სწორედ პირი არის ადამინის სხეულის ყველაზე ბინძური ნაწილი: მასში ათასნაირი მიკროორგანიზმია, რომელთა უმეტესობაც საშიში დაავადებების გამომწვევია. ეს არსებები ასევე იწვევს პირიდან უსიამოვნო სუნს. ამიტომ კბილების გამოხეხვისას არ დაგავიწყდეთ ლოყებისა და ენის ზედაპირის გასუფთავებაც.

საღეჭი რეზინა

თუ კბილის ჯაგრისი არ გაქვთ ხელთ, პირის ღრუს გასაჯანსაღებლად ყველაზე მარტივი საშუალება საღეჭი რეზინის გამოყენებაა. თუმცა, ბევრი მწარმოებელი მასში შაქარს ამატებს, რაც ხელსაყრელ გარემოს ქმნის მიკროორგანიზმების გამრავლებისთვის. ამიტომ გამოიყენეთ ქსილიტის შემცველი საღეჭი რეზინები.

კბილის ძაფები

მაშინაც კი თუ რეგულარულად იხეხავთ კბილებს, კბილებს შორის ჩარჩენილი საჭმლის ნაწილაკები, სწრაფად იწყებენ გახრწნასა და უსიამოვნო სუნის წყარო ხდება. ამიტომ პირის ღრუს ჰიგიენისთვის აუცილებლად გამოიყენეთ კბილის ძაფები.

ცილის დიეტა

ძალიან პოპულარულია ცილის სხვადასხვა დიეტა, რომელიც სწრაფად აკლებინებს წონაში. მაგრამ ცილის ჭარბად გამოყენებისას, შეიძლება განვითარდეს პირიდან უსიამოვნო, სპეციფიური სუნი. ამიტომ სჯობს დაბალანსებული კვებით მივაღწიოთ სასურველ შედეგს.

სამედიცინო პრეპარატები

ზოგიერთმა წამალმა შეიძლება გამოიწვიოს პირიდან უსიამოვნო სუნი, რის აღმოსაფხვრელად შესაძლებელია გამოვიყენოთ ქსილიტის შემცველი საღეჭი რეზინა და მივიღოთ დიდი რაოდენობით წყალი.

ალკოჰოლური კოქტეილები


ალკოჰოლი აქვეითებს სანერწყვე ჯირკვლების სეკრეციას, რაც იწვევს პირის სიმშრალესა და უსიამოვნო სუნს.

ნუ შეგეშინდებათ სტომატოლოგების

პირის ღრუსთან დაკავშირებული უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად 6 თვეში ერთხელ მიმართეთ სტომატოლოგს.

ხილი და ბოსტნეული

ხილი და ბოსტენული ასტიმულირებს ნერწყვის გამომუშავებას, რომელიც აქვეითებს მიკროორგანიზმების კონცენტრაციას. ამგვარი საკვები შეიცავს ასვე ბევრ ვიტამინსა და მიკროელემენტს, რაც ორგანიზმისთვისაც სასარგებლოა.

mkurnali.ge


ნანახია: 2585-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მიაკითხეთ თქვენს სტომატოლოგს წელიწადში ორჯერ! არ მოწიოთ თამბაქო და მიირთვით C A დაE ვიტამინებით გამდიდრებული და დაბალანსებული
არასწორად შერჩეული კბილის ჯაგრისი - კბილის მინანქარი ან ღრძილები რომ არ დაზიანდეს, უმჯობესია გამოვიყენოთ რბილი ან საშუალო
სტომატოლოგებმა ის პროცედურები და წამლები დაასახელეს, რომლებიც დამანგრევლად მოქმედებს კბილის ემალზე.
სტომატოლოგებმა ის პროცედურები და წამლები დაასახელეს, რომლებიც დამანგრევლად მოქმედებს კბილის ემალზე.
სტომატოლოგიური კლინიკის კვალიფიციური სპეციალისტები თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ თემასა და პრობლემასთან დაკავშირებით სრულყოფილ
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge და სტომატოლოგიური კლინიკა 'დენტალუქსი' გთავაზობთ ერთობლივ

ამინდი