Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ტვინი თურმე ყველაზე ადრე ბერდება

თარიღი : 20-08-2016, 16:18 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, სხვადასხვა   
topnews.com.ge
ნეირომეცნიერები მთელ მსოფლიოში დღესაც აქტიურად შეისწავლიან ტვინის ფუნქციობას. კვლევის მეთოდები უფრო და უფრო იხვეწება, თუმცა მრავალ კითხვაზე პასუხი ჯერაც ზედაპირული, არაამომწურავი, ზოგჯერ კი სრულიად უცნობია. მრავალწლიანი გამოკვლევების შედეგად, რომლებშიც 18-დან 60 წლამდე ასაკის მაღალი განვითარების მქონე ჯანმრთელი მოხალისეები მონაწილეობდნენ, გაირკვა, რომ ტვინი შესაძლებლობების პიკს 22 წლისთვის აღწევს, ხოლო მისი დაბერება გაცილებით ადრე იწყება, ვიდრე წარმოგვიდგენია.

ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ პირველი პრობლემები ტვინში 27 წლისთვის იჩენს თავს. 37 წლისთვის მეხსიერების გაუარესება უკვე შესამჩნევია და თუ არაფერი ვიღონეთ, პროგრესირებას განაგრძობს. ამ ინფორმაციამ ბევრი შესაძლოა შეაშინოს. პანიკა არ არის საჭირო! უმჯობესია, გადაერთოთ პრინციპზე “საუკეთესო დაცვა პროფილაქტიკაა”, რადგან გონების ვარჯიშით, ზომიერი ფიზიკური დატვირთვით, სწორი კვებითა და სპეციალური ფიტოკომპლექსების მიღებით შესაძლებელია ტვინის დაბერების პროცესის შეფერხება-გადავადება.

თავის ტვინის მუშაობის დარღვევის პირველი ნიშანი, მთავარი სიგნალი შესაძლოა მეხსიერების გაუარესება იყოს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მეხსიერების დეფიციტი ყველაზე ხშირად დაკავშირებულია გადაღლასთან, ემოციურ გადაძაბვასთან, ქრონიკულ უძილობასთან, სტრესთან, ჰელმინთებით ინვაზიასა და ბევრ ფარულ დაავადებასთან, დაუბალანსებელ კვებასთან, რაციონში ვიტამინების (განსაკუთრებით - ჩ, E და B ჯგუფის ვიტამინთა) ნაკლებობასთან. ადამიანის ტვინს ხომ გაცილებით მეტი ენერგია სჭირდება, ვიდრე ნებისმიერ სხვა ორგანოს. მიუხედავად იმისა, რომ ტვინის წილად სხეულის საერთო მასის დაახლოებით 2% მოდის, ის მთელი ენერგიის 25%-ს მოიხმარს. შეგახსენებთ, რომ ტვინი თავადაც გამოიმუშავებს ენერგიას, როდესაც შლის სისხლით მიწოდებულ გლუკოზას, ამ დროს გამოთავისუფლებულ ენერგიას კი მეხსიერების, აზროვნებისა და ემოციის ფუნქციათა განსახორციელებლად ხარჯავს.

მაინც რას ნიშნავს ტვინის დაბერება?
მოხუცებულთა ჭკუასუსტობა (ალცჰაიმერის დაავადება), ტვინის ნეირონთა გამტარი ფუნქციის მოშლა, მეხსიერებისა და ძილის დარღვევა, ეპიფიზის დაბერება - ყოველივე ეს ტვინის დაბერებაა.

1. მოხუცებულთა ჭკუასუსტობა (ალცჰაიმერის დაავადება)
ეს პათოლოგია უმეტესად 65 წელს გადაცილებულებთან მჟღავნდება. ადრეულ სტადიაზე პაციენტებს უჭირთ უახლოეს წარსულში დასწავლილი ინფორმაციის გახსენება, საგრძნობლად უქვეითდებათ აღქმისა და შემეცნების უნარი და, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ვეღარ გრძნობენ ცხოვრების გემოს. დაავადების განვითარებისდაკვალად, ხანგრძლივი მეხსიერებაც სუსტდება, მეტყველებისა და კითხვის უნარები იშლება, ტვინს თითქოს ბინდი გადაეფარაო. ორგანიზმის ფუნქციათა თანდათანობით მოშლას საბოლოოდ სიკვდილამდე მივყავართ.

დაავადების მექანიზმი 2013 წელს ამერიკელმა მეცნიერმა სიუზენ დე ლა მონტემ გაშიფრა. ჩვენი ტვინი მხოლოდ გლუკოზით იკვებება. ალცჰაიმერის დაავადების დროს ეს ორგანო წყვეტს საკუთარი ჰორმონის, ინსულინის, სინთეზს (ეს ინსულინი არ აგერიოთ პანკრეასის მიერ გამოყოფილ ინსულინში). ცნობილია, რომ ინსულინი გლუკოზის ქსოვილებში გადასვლას (უტილიზაციას) უზრუნველყოფს. შესაბამისად, ამ ჰორმონის დეფიციტი ტვინის შიმშილსა და თანადათანობით კვდომას განაპირობებს. ამრიგად, ალცჰაიმერის დაავადება ფაქტობრივად ტვინის დიაბეტია. მეცნიერებმა ის მესამე ტიპის დიაბეტად მონათლეს.

ტვინის დაბერებას აჩქარებს მისი დატვირთვის შემცირება ანუ აქტივობის შენელებაც, ამიტომ საჭიროა გონების მუდმივი ვარჯიში - რთული ამოცანების ამოხსნა, ენების შესწავლა, მუსიკაში მეცადინეობა და სხვა. დადგენილია ისიც, რომ ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების (თევზის ქონის) ყოველდღიური მიღება ზრდის გლუტათიონის დონეს, ეს უკანასკნელი კი ნერვული ქსოვილის დამცავი ნივთიერებაა და ხელს უშლის ალცჰაიმერის დაავადების განვითარებას. ტვინისთვის ამ მეტად მნიშვნელოვან ნივთიერებას შეიცავს
ბროკოლიც. გლუტათიონი ადამიანის ორგანიზმშიც გამომუშავდება, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად მისი სინთეზი უფრო და უფრო იკლებს, ბროკოლიში კი უკვე მზა ნაერთია, თანაც დიდი რაოდენობით. გლუტათიონის შემცველობით ჩემპიონია სატაცური.

მეცნიერებმა ისიც აჩვენეს, რომ ალცჰაიმერით დაავადებულთა 70%-ს ტვინის ქსოვილში პირველი ტიპის მარტივი ჰერპესვირუსი აქვს. ეს იმ ტიპის ვირუსია, რომელიც სახეზე ბუშტუკოვან გამონაყარს იწვევს. ამ კუთხით მეტად საინტერესო კვლევებია ჩატარებული. კულტივირებისას ნერვული უჯრედების კულტურებს ჰერპესის ვირუსით ასნებოვნებდნენ. ამის შედეგად ძლიერდებოდა ბეტა-ამილოიდის სინთეზი. შეგახსენებთ, რომ სწორედ ბეტა-ამილოიდისგან ყალიბდება მომდევნო ეტაპზე ტვინში ფოლაქები, რომლებიც ალცჰაიმერის დაავადებას იწვევს.

2. ტვინის ნეირონთა გამტარი ფუნქციის დარღვევა
ტვინის ნეირონები ერთმანეთისაგან გამიჯნულია მიელინის გარსით, რომელიც ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებისგან შედგება და ისევე ეკვრის გარს ნეირონებს, როგორც საიზოლაციო მასალა - სადენებს. ასაკთან ერთად, არასწორი კვების შედეგად ან ძილის მუდმივი დეფიციტის გამო მიელინის გარსი თხელდება. მისი განლევისდაკვალად ადამიანს გონება ეფანტება. ელექტრული იმპულსები მის ტვინში ქაოსურად იწყებს გადაადგილებას. ადამიანს კონცენტრირება უჭირს, მყისიერად ავიწყდება, რატომ წამოიწყო ესა თუ ის საქმე და მეორეზე გადაერთვება ხოლმე. თუ ელექტრულ სადენებთან გავავლებთ პარალელს, ტვინში მიმდინარე პათოლოგიური ძვრები შეიძლება შევადაროთ საიზოლაციო საფარისგან გაშიშვლებულ უბნებზე მოკლე ჩართვას. სწორი კვებით (თევზისა და თევზის ქონის რეგულარული მიღებით) შესაძლებელია მიელინის გარსის განლევის შეფერხება და ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება. მიელინის გარსი 37-39 წლისთვის იწყებს განლევას. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ სწორედ ამ ასაკში იწყება ტვინის დაბერება.

3. ეპიფ იზის დაბერება
ეპიფიზის, იმავე ჯალღუზისებრი სხეულის, ტვინის ზედა დანამატის და საკუთრივ ტვინის დაბერება მთელი ორგანიზმის დაბერებას და სიმსივნური პათოლოგიების აღმოცენებას იწვევს. ეპიფიზში წარმოიქმნება ძილის ჰორმონი - მელატონინი. ამ უკანასკნელის რაოდენობა ასაკთან ერთად უფრო და უფრო მცირდება. მელატონინის მნიშვნელოვანი დეფიციტი უკვე 30 წლისთვის შეინიშნება და ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტად ღრმავდება. ამიტომაც არის, რომ ასაკოვან ადამიანებს უძილობა აწუხებთ.

მეცნიერებმა ასეთი ექსპერიმენტი ჩაატარეს: საცდელ ახალგაზრდა ვირთაგვებს ეპიფიზი ამოკვეთეს. ცხოველებმა სწრაფად იწყეს დაბერება და სიმსივნით დაავადდნენ. მეორე საცდელ ჯგუფში ეპიფიზამოკვეთილი ვირთაგვების ორგანიზმში ყოვედღიურად შეჰყავდათ მელატონინი. ამ ჯგუფის ცხოველებს სიცოცხლე გაუხანგრძლივდათ - თითქმის ოჯერ მეტხანს იცოცხლეს, ვიდრე ჩვეულებრივმა ვირთაგვებმა.

ცნობილია, რომ მელატონინის სინთეზი დაახლოებით 23 საათიდან ღამის პირველ საათამდე აღწევს პიკს. რაც უფრო ბნელია ოთახი, რომელშიც ადამიანს სძინავს, მით მეტი მელატონინი გამომუშავდება მის ეპიფიზში. მაღვიძარას უმნიშვნელო ორწამიანი ზარიც კი შესამჩნევად აქვეითებს ჰორმონის სინთეზს. ამიტომაც აქვს დიდი მნიშვნელობა დროულად დაძინებას და ბნელ ოთახში ძილს. დადგენილია, რომ ღამით მუშაობისა და გვიან დაძინების მოყვარულები ადრე ბერდებიან, ნაკლებს ცოცხლობენ და უფრო ხშირად ავადმოყოფობენ სიმსივნური პათოლოგიით.

ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ მელატონინის რეგულარულად შეყვანა 35 წელს გადაცილებულებთან ტვინის დაბერებას აფერხებს და სიცოცხლეს ახანგრძლივებს. ამ ჰორმონის ნორმალური სინთეზისთვის საკვები რაციონი სათანადო რაოდენობით უნდა შეიცავდეს ამინმჟავა ტრიფტოფანს. ამ უკანასკნელს უმთავრესად ცხოველური წარმოშობის სურსათი შეიცავს, მცენარეული პროდუქტებიდან კი ლობიოში, წიწიბურაში, ნიგოზში, ბანანში, გვირილასა და კატაბალახაში მოიპოვება. 40 წელს გადაცილებულებმა, სასურველია, დამატებით რეგულარულად მიიღონ მელატონინი.

mkurnali.ge


ნანახია: 2026-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბრიტანელმა დიეტოლოგებმა ტვინის მუშაობის გამააქტიურებელი საკვები პროდუქტების სია შეადგინეს.
სპირტიანი სასმელების ფსიქიკაზე მოქმედების მექანიზმი არა მხოლოდ კლინიკური კვლევების შედეგებში, არამედ ლიტერატურულ ნაწარმოებებშიც
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მათი აღმოჩენა ხელს შეუწყობს ახალი მეთოდიკის შემუშავებას, რომლის წყალობითაც შესაძლებელი გახდება კომაში
ბოლო პერიოდამდე ინსულტის განვითარების რისკი 65 წელზე მეტ ასაკთან ასოცირდებოდა.
მეცნიერებმა კონკრეტულად გაარკვიეს, რომ კონცენტრაციის უნარის ვარდნა განპირობებულია უშუალოდ ძილის დეფიციტით და არა გადაჭარბებული
იაპონელი მეცნიერების აზრით, ღამის კოშმარებთან ბრძოლა საჭირო და შესაძლებელია.

ამინდი