გოჩა თევდორაძე: რაც გამაჩნია ერთი ბინა და 43 კვადრატული ფართია
თარიღი : 14-11-2013, 12:27 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

"პატრიოტების" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოჩა თევდორაძე ქუთაისში მის მიერ ქონებების ყიდვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს.
თევდორაძის თქმით, რაც მას გააჩნია ერთი ბინა და 43 კვ. მ. მოცულობის ფართია. გოჩა თევდორაძე განმარტავს, რომ ვიღაცებს აწყობთ მისი სახელის ქუთაისში გაყიდულ ყოველ ქონებასთან დაკავშირება.
"50 წლიანი ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ჩემი ოჯახი აქ ცხოვრობდა და მუშაობდა, ამაში საგანგაშო არაფერია. საგანგაშო ის არის, რომ ქუთაისის მერიამ გასაყიდად გამოტანილი 10 მილიონის ღირებულების ქონებიდან 100 000 ლარის ღირებულების, სამოთახიანი ბინის ფასის ქონებაც ვერ გაყიდა. არადა თუ წლის ბოლომდე 4 მილიონი ადგილობრივ ბიუჯეტში არ შევა, ბიუჯეტი არ შესრულდება. ამ დარჩენილ ორ თვეში რაც შევა ბიუჯეტში, ყველამ იცის," - ამბობს თევდორაძე.